გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯანდაცვის მინისტრი: ზუგდიდის აქციამ ადამიანებს გარკვეული საფრთხე შეუქმნა

26-03-2020

"კოვიდის ინფექცია დღესდღეობით არის ძალიან გლობალური გამოწვევა და ჩვენ არ გვაქვს უფლება ვისარგებლოთ ამით და გვქონდეს გარკვეული პოლიტიკური მესიჯები ამასთან დაკავშირებით",- ასე ეხმაურება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ზუგდიდიში "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გამართულ აქციას, სადაც მოსახლეობას ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სახელით პირბადეები დაურიგეს.

"ძალიან კარგია ქველმოქმედება, თუმცა აუცილებელია გათვალისწინებული იყოს ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ამ აქციის ჩატარების შემთვევაში მკაფიოდ იყო დარღვეული, შესაბამისად, ეს გარკვეულ საფრთხეს უქმნის იმ ადამიანებს, რომლებზეც სახელმწიფო ზრუნავს.

სახელმწიფო ზრუნავს ზუგდიდელებზე და ზრუნვა პირბადეების გარდა გამოიხატება იმაში, რომ რამდენიმე დღეა მიმდინარეობს რუხის საავადმყოფოს მობილიზაცია, რომელსაც მე თვითონ ადგილზე ვნახავ. იქ მობილიზებული იქნება, როგორც საკარანტინო სივრცე, ასევე სტაციონარში გარკვეული საწოლების მობილიზაცია მოხდება. ზუგდიდიც და სამეგრელოც, ისევე როგორც აფხაზეთი არის ის მხარე, რომელზეც სახელმწიფო ზრუნავს თანაბრად, როგორც მის სხვა მოქალაქეებზე",- განაცხადა მინისტრმა.

pia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930