გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თორნიკე რიჟვაძე: არ მქონია იმის მოლოდინი, რომ ჩვენი ოპონენტები თავს დაანებებდნენ მავნებლურ პოლიტიკას

27-03-2020

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ საჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ჟურნალისტის კითხვას უპასუხა და გამოეხმაურა ოპონენტების მიერ გაკეთებულ განცხადებას საქართველოს ხელისუფლების მიერ თანხის არარაციონალურ ხარჯავასთან დაკავშირებით.

„სამწუხაროდ არ მქონია იმის მოლოდინი, რომ ჩვენი ოპონენტები თავს დაანებებდნენ მავნებლურ პოლიტიკას და ის რევანშის წყურვილი გაუნელდებოდათ.

ჩვენს ოპონენტებს ვურჩევ დარჩნენ შინ და ხელისუფლება ეფექტურად იმუშავებს რომ ეს გამოწვევა იქნას დაძლეული.

ხარჯების შემცირება გაკეთებული იყო ჯერ კიდევ 2020 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას. ასევე, ჩვენ რამდენიმე დღის წინ განვაცხადეთ, რომ აჭარის მთავრობის აპარატის და სამინისტროების ხარჯები განახევრდება და მილიონ ლარზე მეტი დაზოგილი თანხა მოხმარდება ამ გამოწვევების შერბილებას. ხელისუფლება ეფექტურად მართავს პროცესს და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ გადარჩეს მოქალაქეების ჯანმრთელობა და ეკონომიკა“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930