გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სამხედრო ექიმები მარნეულსა დაბოლნისში 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ

28-03-2020

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის IV მექანიზებული ბრიგადის სამხედრო ექიმები უკვე მეექვსე დღეა მარნეულისა და ბოლნისის კარანტინის ზონაში 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.


კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით თავდაცვის ძალების მიერ სპეციალურად მოწყობილ ხუთ საკონტროლო გამშვებ პუნქტზე სამხედრო ექიმები ყველა შემსვლელ და გამომსვლელ პირს პირველად სამედიცინო შემოწმებას უტარებენ. თითოეულ საგუშაგოზე ოთხი მედიკოსი და ერთი ექიმია მობილიზებული. ისინი სპეციალური ტანსაცმლითა და სამედიცინო აპარატურით არიან აღჭურვილები. ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, მოქალაქე მედიკოსებს საველე სამედიცინო პუნქტში მოწყობილ იზოლაციის ზონაში გადაჰყავთ, სადაც პუნქტის ექიმის მიერ ხდება ტემპერატურის გადამოწმება, კონტაქტების მოძიება და სიმპტომების შესახებ ინფორმაციის დამუშავება. მაღალი ტემპერატურის დადასტურებისას უფროსი ექიმი ეპიდემიოლოგიურ ჯგუფსა და აღმოსავლეთ სარდლობის მართვის ცენტრს აწვდის ინფორმაციას, მოქალაქე კი მარნეულის ან თბილისის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ. რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური საინჟინრო ჯგუფის მიერ მიმდებარე ტერიტორია სადეზინფექციო ხსნარით მუშავდება.

თავდაცვის ძალების სამედიცინო დეპარტამენტის მიერ მუდმივად ხორციელდება ყველა საგუშაგოს მომარაგება მედიკამენტებით, სადეზინფექციო ხსნარითა და სამედიცინო ინდივიდუალური დამცავი საშუალებებით.საველე სამედიცინო პუნქტთან 24-საათიან რეჟიმში ამბულანსია მობილიზებული, რომელიც სამხედროების მიერ გადაუდებელი დახმარებისთვის გამოიყენება, როგორც პირადი შემადგენლობის, ასევე სამოქალაქო პირებისთვის.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის პირადი შემადგენლობა შსს-და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ტერიტორიას მკაცრად აკონტროლებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930