გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
#მადლობაქვეყნისსამსახურისთვის - გურჯაანის მერიამ ახალი კამპანია დაიწყო

30-03-2020

გურჯაანის მერია, კორონავირუსით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის დროს, კიდევ ერთ საინფორმაციო კამპანიას #მადლობაქვეყნისსამსახურისთვის იწყებს, რომელიც მოსახლეობისთვის გურჯაანელი პოლიციელების გაცნობას გულისხმობს.

კამპანიის ფარგლებში, ადამიანები პერსონალური ფოტოების მეშვეობით გაიცნობენ გურჯაანის პოლიციის რაიონული სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც COVID 19-ის გავრცელების პრევენციისთვის, 24 საათის განმავლობაში ზრუნავენ თითოეულ გურჯაანელზე, სრული პასუხისმგებლობით ეკიდებიან საკუთარ მოვალეობას და საგანგებო მდგომარეობისას გასათვალისწინებელ რეკომენდაციებს ზედმიწევნით იცავენ.

”დღეს, ჩვენს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენი თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე განსაკუთრებული ზრუნვისთვის ალბათ ყოველდღე უნდა გადავუხადოთ მადლობა პოლიციის თანამშრომლებსა და ექიმებს. თითოეული მათგანი 24 საათის განმავლობაში არ იშურებს ძალ-ღონეს იმისთვის, რომ ჩვენმა მოსახლეობამ ზედმიწევნით ზუსტად დაიცვას მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაციები, ისევ მათივე ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის. შეუფასებელია მათი წვლილი ამ რთულ ვითარებაში და მსურს, მათ დიდი მადლობა გადავუხადო მათი საქმიანობის ასეთი მაღალი პასუხისმგებლობით შესრულებისთვის,” - განაცხადა არჩილ ხანდამაშვილმა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია, კორონა ვირუსის პრევენციის ფარგლებში, რამდენიმე კამპანიას ახორციელებს. გასულ კვირას, მერიამ დაიწყო კამპანია #მადლობაქართველექიმებს, რომლის ფარგლებშიც სოციალურ ქსელში ყოველდღიურად თავსდება გურჯაანელი ექიმის ფოტო, ხოლო COVID19 ვირუსთან ბრძოლის დაწყების დღიდან, მერია ახორციელებს #გაუფრთხილდი კამპანიას, სადაც არა ერთი ადამიანი უკვე ჩაერთო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930