გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
როგორ მიმდინარეობს კორონავირუსი ბავშვებში და როგორია მკურნალობის ტაქტიკა - ინფექციონისტი რუსუდან კობახიძე

30-03-2020

"კორონავირუს ბავშვებს არ ემართებათ“ - ეს იყო ფრაზა, რომელიც კორონავირუსის გავრცელების ფონზე მალევე აიტაცა საზოგადოებამ, თუმცა დღევანდელი რეალობა ამ ფრაზას არ ამართლებს, ვინაიდან საქართველოში 100 ინფიცირებულიდან 5 მცირეწლოვანი ბავშვი იყო, მაგთან ამ ეტაპზე ორია გამოჯანმრთელებული. ევროპის ქვეყნებში კი, სამწუხაროდ, კორონავირუსით არასრულწლოვნების გარდაცვალების შემთხვევბიც დაფიქსირდა.

რასთან არის დაკავშირებული ის ფაქტი, რომ მოზარდებში კორონავირუსის მიმდინარეობა ნაკლები აგრესიულობით არის გამოხატული და ინფექცია მათ გაცილებით იოლად გადააქვთ, რამდენად რთული სამართავია კორონავირუსული ინფექციის მკურნალობა ბავშვებში და არის თუ არა მცირეწლოვან ბავშვებში მკურნალობის განსხვავებული ტაქტიკა, ამის გასარკვევად pia.ge ინფექციონისტს  რუსუდან კობახიძეს ესაუბრა:

– საქართველოში კორონავირუსით 100 ინფიცირებულიდან 5 მცირეწლოვანი ბავშვი იყო, ამჟამად ორი ბავშვი უკვე გამოჯანმრთელებულია,  როგორია დღეს ამ ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა და რამდენად დამაიმედებელია დინამიკა?

– ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ნამდვილად არ არის საგანგაშო, ყველა მათგანი ექვემდებარება მკურნალობას, ამ ეტაპზე მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ისინი მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ არიან.

– მცირეწლოვანი ბავშვების მკურნალობის ტაქტიკა რამდენად განსხვავებულია სხვა პაციენტების მკურნალობის მიმდინარეობისგან?

– მკურნალობის ტაქტიკას რაც შეეხება,  ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სიმპტომური, რაც შეეხება სპეციფიურ პრეპარატს, რომელიც გამოიყენება მოზრდილებში, ბავშვებში ამ პრეპარატის გამოყენებისგან თავს ვიკავებთ და მხოლოდ სიმპოტომური მკუნალობა ტარდება თითოეულ ბავშვზე.

– სეზონურ გრიპებს თუ შევადარებთ, რამდენად რთული სამართავია კორონავირუსული ინფექციის მკურნალობა ბავშვებში?

– ნებისმიერ თანმხლები დაავადება, რა თქმა უნდა, არასასურველია ნებისმიერი ინფექციური დაავადების დრო, თუმცა ჯერ-ჯერობით რაიმე სტატისტიკაზე ლაპარაკი ძალიან ადრეა.

ჩვენთან არც ერთ დაინფიცირებულ ბავშვს არ აქვს თანმხლები დაავადება, ხუთივე შემთხვევაში გვაქვს მხოლოდ კორონავირუსის ინფექცია. ამ ეტაპზე ვირუსის მართვა არ წარმოადგენს სირთულეს იქედან გამომდინარე, რომ მსუბუქი მიმდინარეობით არის ამ ეტაპზე. ერთდაერთი ის არის, რომ ეს დაავადება ხანგრძლივი პროგნოზის გაკეთების საშუალებას არ გვაძლევს, რადგან დროში გაწელილია და სანამ ბოლომდე არ დასრულდება მკურნალობა, გართულებები მოსალოდნელია და ვართ რისკის ქვეშ.

თუმცა, მინდა ავღნიშნო, რომ სეზონურ გრიპთან შედარებით გაცილებით დიდხანს სჭირდება მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა და ის მკურნალობა, რაც ტარდება, შედარებით ხანგრძლივია და განსხვავებული მიდგომა ესაჭიროება.

– გარდა საყოველთად ცნობილი რეკომენდაციებისა, რამე დამატებითი რჩევა ხომ არ არსებობს მშობლებისთვის, რათა მაქსიმალურად დაიცვან ჩვილები და მცირეწლოვანი ბავშვები კორონავირუსისგან?

– რაც არ უნდა მოსაბეზრებელი და ბანალური იყოს, პირველ რიგში აუცილებელია დავიცვათ პირადი ჰიგიენა, ხშირად დავიბანოთ ხელები, დავიცვათ დისტანცია, რაც მცირე წლოვან ბავშვებში უფრო გართულებულია, რადგან მშობლებს უჭირთ ბავშვებზე მითითების მიცემა, რომ არ გავიდნენ გარეთ, თუმცა ყველა მშობელმა უნდა გაითვალისიწონოს ეს საყოველთაოდ ცნობილი რეკომენდაციები და დაიცვან ბავშვები, სხვა შემთხვევაში ჩვენ უფრო რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდებით.

ასევე ფრაზა, ის რომ "ბავშვებს არ ემართებათ კორონავირუსი“, ვფიქრობ, ცოტა უტრირებული იყო, უბრალოდ პროცენტულად ნაკლები შემთხვევები იყო ბავშვების დაინფიცრების, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვებს არ ემართებათ კორონავირუსი, სამწუხაროდ რთულია იმის განსზაღვრა, რა ასაკში დაემართება ადამიანს ვირუსი. ასევე, ჯერ-ჯერობით უცნობია, რასთან არის დაკავშირებული ეს ყველაფერი. ამას დიდი მეცნიერული კვლევა სჭირდება.

ცნობისთვის, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 100 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან 18 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

pia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930