30-03-2020
თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული 17 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.
აღნიშნულის შესახებ კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, ექიმმა ლევან რატიანმა განაცხადა.
ექიმის თქმით, ასევე სტაბილური მდგომარეობაა ორსულ ქალებთან დაკავშირებით.
"კლინიკაში გვყავს 17 ინფიცირებული პაციენტი, მათი მდგომარეობა დინამიკაში ამ ეტაპამდე უცვლელია. ორსული ქალბატონები, რომლებიც ჩვენს კლინიკაში იმყოფებიან მათი მდგომარეობა სტაბილურია. ქალბატონი, რომელიც 22 კვირის ორსულია და ინფიცირებულია კოვიდინფექციით, ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია. კლინიკური გამოვლინების გარეშეა. რაც შეეხება ახალშობილებს, ამ დრომდე მათი მდგომარეობაც სტაბილურია. კლინიკაში სულ 67 პაციენტი გვყავს და მათ შორის 17 ინფიცირებულია", - განაცხადა რატიანმა.