17-03-2018
ზუგდიდში ერთმანეთს მოტოციკლი და ავტომანქანა შეეჯახნენ, რის შედეგად ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა. რეფერალური საავადმყოფოს დირექტორმა ნიკა ჭეჟიას განცხადებით, პაციენტს ტრავმული შოკი, პოლიტრამვა და გულმკერდის დახურული ტრავმა აღენიშნება. მისივე ცნობით, დაშავებულს შესაბამისი გამოკვლევები უტარდება.
შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობ.