გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
„golosarmenii“(სომხეთი): ივანიშვილის დამსახურებით თბილისის სომხური თეატრი მალე საკუთარ შენობაში დაბრუნდება

17-03-2018

სომხური გამოცემის .«Голос Армении»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში გადმოცემულია საქართველოში არსებული თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხურ დრამატულ თეატრთან დაკავშირებული სიტუაცია. სომხური თეატრი, შენობის ავარიული მდგომარეობის გამო, იძულებულია თავისი სპექტაკლები სხვა ქართულ თეატრებში გამართოს (ავტორი - სონა მელოიანი).


სომხური თეატრი თბილისში 1932-1936 წლებში აშენდა, სტალინური ამპირის სტილში. შვიდი წლის წინ შენობის კედლებს ბზარები გაუჩნდა. მიიწვიეს სპეციალისტები, რომლებმაც დაადგინეს, რომ შენობა ავარიულ მდგომარეობაშია და რომ მასში არათუ მუშაობა, ყოფნაც კი არ შეიძლება. ამ ხნის განმავლობაში თეატრის საკითხზე ბევრმა კომისიამ იმსჯელა, საქმის კურსში იყო ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლებაც, მაგრამ საქმეს საშველი არ დაადგა. ბოლოს კი, როცა საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა, თეატრის კოლექტივს იმედი მიეცა.


მართლაც, როგორც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი არმენ ბაინდურიანი ამბობს, იმ მომენტიდან პროცესი ადგილიდან დაიძრა. საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, ფილანტროპმა და მეცენატმა, საკუთარ თავზე აიღო თეატრზე ზრუნვა და გადაწყვიტა, ძველი კი არ გაერემონტებინა, არამედ სრულიად ახალი შენობა აეშენებინა: ძველი ფუნდამენტი ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ ახლის მშენებლობა მასზე დაყრდნობით არ შეიძლებოდა.

„ამ გაზრახვამ საზოგადოებაში სხვადასხვა პოზიცია გამოიწვია. ზოგიერთები შენობის შენარჩუნებას ითხოვდნენ, აქციებიც კი მოაწყეს, სოციალური ქსელებშიც არაერთგვაროვანი განწყობები იყო გამოთქმული. ამ საკითხით სომხეთის ხელისუფლება და საზოგადოებაც დაინტერესდა. ამას წინათ თბილისში კულტურის მინისტრი არმენ ამირიანიც ჩამოვიდა და ქართველ კოლეგასთან ერთად შენობა დაათვალიერა. იგი დარწმუნდა, რომ შეთავაზებული ვარიანტი ორივე მხარისთვის მომგებიანია. ახალი პროექტის თანახმად, თეატრის შენობის ძველი ფასადი შენარჩუნდება. იგივე დარჩება დარბაზიც და სცენაც. იცვლება მხოლოდ ფოიე, განათებითა და ხმით უზრუნველყოფა. ხშირად რეკონსტრუქცია უფრო რთულია, ვიდრე ახლის მშენებლობა. თუ რემონტი სამ წელს ითხოვდა, ახალი შენობის აგება ორ წელიწეადშია შესაძლებელი. „ჩვენ დიდ მადლობას ვუძღვნით საქართველოს მტავრობას და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომ ორი წლის შემდეგ ახალი, მდგრადი და ტექნიკის ბოლო სიტყვით მოწყობილი თეატრის შენობა გვექნება. მანამდე კი თეატრის კოლექტივი უქმად არ არის - ჩვენ საზღვარგარეთაც დავდივართ გასტროლებზე, პრიზებსაც ვიღებთ, სომხეტშიც თითქმის ყველა ფესტივალში ვმონაწილეობთ, სპექტაკლებს ჯავახეთშიც ვმართავთ და თბილისის თეატრებშიც, ამისათვის საქართველოს ხელისუფლება სპეციალურად გვაფინანსებს“.


ამჟამად თბილისის სომხური თეატრის დასი ერევანში იმყოფება და მონაწილეობას იღებს თეატრალური კონკურსში „არტავაზდი“.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930