გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
სომხური პრესა: საქართველოს „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ „ნაცმოძრაობის“ ბევრი მომხრე მუშაობს

17-03-2018

სომხური გამოცემა „golosarmenii“ საქართველოს შესახებ ვრცელ მასალას აქვეყნებს, სადაც საუბარი ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე და ამ ჭრილში მედიის პოლიტიკურ კონტროლზეცაა.


საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ფრაგმენტს პუბლიკაციიდან:


„ყველასათვის ცნობილია, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიშიკომ უკრაინაში კრახი განიცადა, იგი ამჟამად კიევისგან შორს იმყოფება, მისი მცირერიცხოვანი ფანატები კი პოროშენკოს ხელისუფლებისათვის საფრთხეს აღარ წარმოადგენენ. მიხო სააკაშვილისაგან დისტანცირებს იულია ტიმოშენკოც. მაგრამ სხვა სიტუაციაა საქართველოში: მართალია, „ერთიანი ნაცმოძრაობა“ ორად გაიყო, მაგრამ ის მაინც ინარჩუნებს სერიოზულ ბერკეტებს ხელისუფლებაში და საზოგადოებაში - ქვეყნის ყველაზე პოპულარული ტელეკომპანია „რუსთავი-2“ მათ კონტროლქვეშაა, მიხეილ სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ საკმაოდ ბევრი მომხრე მუშაობს არცთუ ისე პოპულარულ „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ (რომელიც ორ ტელეარხს და ორ რადიოს ფლობს)“-ნათქვამია სტატიაში.


p.s. მასალის ვრცელი ვერსიის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: www.newspress.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930