გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თორნიკე რიჟვაძე: ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვა დაიწყო

3-04-2020

,,შემდეგი კვირიდან დაიწყება რესპუბლიკური საავადმყოფოს სატესტო ექსპლოატაცია. დაახლოებით 2 კვირის შიგნით მოხდება სრულად გამართვა ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს, ის შეძლებს მიიღოს დაინფიცირებული პაციენტები და გაუწიოს შესაბამისი სტაციონარული მკურნალობა“- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა რეგიონის მზაობის შესახებ და მთავრობის მიერ გატარებულ პრევენციულ ღონისძიებებზე. თორნიკე რიჟვაძემ ყურადღება გაამახვილა რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვაზე. როგორც თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობა უკვე დასრულებულია, დაწყებულია საავადმყოფოს აღჭურვა. კლინიკა დაინფიცირებული პაციენტების მკურნალობისთვის აპრილის თვის ბოლომდე მზად იქნება.

მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვაში კერძო სექტორიც ჩაერთვება.

,,ამ ფონზე, ინფექციის გავრცელებასთან მიმართებაში იყო ძალიან ბევრი ინიციატივა კერძო სექტორისგან. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კერძო სექტორის ეს ძალისხმევა, საუბარია კონკრეტულად აჭარაში მოქმედ ბიზნესებზე, გარკვეულწილად გაგვეერთიანებინა და მიგვემართა იმ საქმისთვის, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ინფექციასთან ბრძოლაში“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930