გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკატერინე ტიკარაძე: კორონავირუსის სახლში მკურნალობის პრაქტიკაზე საქართველო ეტაპობრივად გადავა

6-04-2020

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კო­რო­ნა­ვირუ­სის შემთხვე­ვე­ბის სახ­ლში მკურ­ნა­ლო­ბის პრაქტიკა არაერთმა ქვეყანამ გამოიყენა და საკმაოდ ეფექტურია. მისივე  თქმით, ამ პრაქ­ტი­კა­ზე სა­ქარ­თვე­ლო ეტა­პობ­რი­ვად გა­და­ვა.


ამის შესახებ ტი­კა­რა­ძემ მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.


„მსგავ­სი პრაქ­ტი­კა უკვე გა­მო­ი­ყე­ნა არ­ერ­თმა ქვე­ყა­ნამ და ეს არის საკ­მა­ოდ ეფექ­ტუ­რი პრაქ­ტი­კა. ჩვენ სა­ტეს­ტო რე­ჟიმ­ში გვაქვს საკ­მა­ოდ და­დე­ბი­თი დი­ნა­მი­კა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ 112-ზე შე­მო­მა­ვა­ლი ზა­რე­ბის სრუ­ლი მო­ნი­ტო­რინ­გი უკვე ხორ­ცი­ელ­დე­ბა ჩვე­ნი ოჯა­ხის ექი­მე­ბის მხრი­დან და ხდე­ბა სა­თა­ნა­დოდ საკ­მა­ოდ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა და კონ­სულ­ტა­ცი­ის გა­წე­ვა. ეს პრაქ­ტი­კა ნელ-ნელა კი­დევ უფრო და­იხ­ვე­წე­ბა და უკვე გა­მოვ­ლე­ნი­ლი შემ­თხვე­ვე­ბის მი­ხედ­ვით შევ­ძლებთ ეტა­პობ­რი­ვად გა­და­ვი­დეთ სახ­ლში მკურ­ნა­ლო­ბის შემ­თხვე­ვე­ბის მე­ნე­ჯმენტზეც იმის მი­ხედ­ვით, თუ რამ­დე­ნად რთულ და გარ­თუ­ლე­ბულ შემ­თხვე­ვებ­თან გვექ­ნე­ბა საქ­მე. ამის სტა­ტის­ტი­კა­საც ეტა­პობ­რი­ვად გა­ვაც­ნობთ მო­სახ­ლე­ო­ბას“, - გა­ნა­ცხა­და ტი­კა­რა­ძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930