7-04-2020
სამხრეთ კავკასიაში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევები იზრდება, თუმცა ვითარება ამ დრომდე სამივე სახელმწიფოში კონტროლს ექვემდებარება. ინფიცირებულებისა და გარდაცვლილების სიმცირით საქართველო რეგიონში ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს.
სომხეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2 მარტს გამოვინდა და შედარებით სწრაფად გავრცელდა, სწრაფი გავრცელების მიზეზი 2 შემთხვევა გახდა: წვეულება ქალაქ ეჩმიაძინში და მსხვილ სამკერვალო ფაბრიკაში შეტანილი ვირუსი. 7 აპრილის მდგომარეობით სომხეთში ინფიცირების 853 შემთხვევაა აღრიცხული, საიდანაც 8 გარდაიცვალა და 87 გამოჯანმრთელდა.
აზერბაიჯანში COVID 19-ის გავრცელება 28 თებერვლიდან დაიწყო. 7 აპრილის მდგომარეობით ინფიცირების 717 შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული. 8 პაციენტი გარდაიცვალა, 44 გამოჯანმრთელდა.
საქართველოში ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 7 აპრილის მდგომარეობით სულ აღრიცხულია 195 შემთხვევა, საიდანაც 3 პაციენტი გარდაიცვალა, სამივე მათგანი ასაკიანი იყო (79, 81 და 86 წლისები) და სამივე მათგანს სხვა ქრონიკული დაავადებებიც აწუხებდათ, რაც COVID 19-ის შემთხვევაში ლეტალური შედეგის დადგომის ალბათობას ზრდის. უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე სამშობლოში იქნა დაბრუნებული, 45 პირი გამოჯანმრთელდა. ამჟამად მკურნალობის კურსს 145 პაციენტი გადის. კარანტინის რეჟიმში მყოფთა რაოდენობა 4708-ს შეადგენს, 370 პირი სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით თავდაპირველი პროგნოზი, რომლის თანახმადაც პიკის დროს დღიურად ინფიცირების 400-მდე შემთხვევის გამოვლენას ვარაუდობდნენ გადაიხედა და ის 100-მდე შემცირდა.