11-04-2020
"კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მზად არის", -ამის შესახებ კანადაში კორონავირუსის ვაქცინაზე მომუშავე მეცნიერთა ჯგუფის წევრმა გიორგი ბაბუაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამ დროისთვის ვაქცინის გამოცდა ცხოველებზე მიმდინარეობს..
„ცხოველებზე ჯერ არ დასრულებულა ექსპერიმენტები. გამოცდა მიმდინარეობს სხვადასხვა მოდელის ცხოველზე. სრული პასუხი ყველა მოდელის ცხოველიდან გვექნება 15 ივნისისთვის... ჩვენ ვმუშაობთ მესამე ტიპის ვაქცინაზე, რომელიც არ საჭიროებს ცოცხალი ან ანტივირუსის შეყვანას ორგანიზმში. ეს არის კონკრეტული დნმ პლატფორმის მეშვეობით, კონკრეტული ვირუსის ანტიგენის შეყვანის მექანიზმი. რაკი პლატფორმა უკვე მზად იყო, ჩვენ მაშინვე შევუდექით ამ საქმეს და ორი თვეც არ დაგვჭირდა, მზად გვქონდა ვაქცინა. პრეკლინიკურ ფაზაში ვართ, ამას სჭირდება გარკვეული დრო. 30-40 დღე გვაშორებს პრეკლინიკური ფაზის საბოლოო პასუხებს, თუმცა ეს ხელს არ გვიშლის, კლინიკურ ფაზაში გადავიდეთ. კლინიკურ ფაზაზე გადასვლა შეიძლება მოხდეს პარალელურად ან მას შემდეგ, რაც გვექნება პირველი უჯრედული იმუნური პასუხი მაინც, 28 დღის შემდეგ პირველი ვაქცინაციიდან",- აღნიშნავს გიორგი ბაბუაძე.
კოპრონავირუსის ვაქცინის შესახებ ინტერვიუ საქართველოს პირველმა არხმა ჩაწერა.