გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივლისი 24, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნუკრი ქანთარია ლევან ბერძენიშვილს: 1 მილიონი მოგცათ, პარლამენტი, თავდაცვა და კომიტეტი ჩაგაბარათ; ასეთი რა ვალი აქვს თქვენი?

13-04-2020

რით ვერ ამოვიდა საქართველო რესპუბლიკელების ვალიდან? ორპროცენტიანი პარტია პრეტენზიას აცხადებს ხალხის სახელით ლაპარაკზე,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალექსანდრე ქანთარია სოციალურ ქსელში წერს.

ქანთარია ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა2012 წელს ღატაკ პარტიას ერთი მილიონი აჩუქა.

,,მართლაც რომ საზღვარი არ აქვს ზოგიერთის მადას. ასეთი, რა ვალი აქვს ბიძინა ივანიშვილს რესპუბლიკური პარტიის?.. 2012 წელს ღატაკ პარტიას ერთი მილიონი აჩუქა, უსუფაშვილს პარლამენტი ჩააბარა, ხიდაშელს - თავდაცვის სამინისტრო, თავად ბერძენიშვლს კი საპარლამენტო კომიტეტი. ვერ შეიმშვენეს და ახლა, მუდმივად, ორპროცენტიანი პარტია პრეტენზიას აცხადებს ხალხის სახელით ლაპარაკზე. რით ვერ ამოვიდა საქართველო რესპუბლიკელების ვალიდან“?- წერს ნუკრი ქანთარია

https://www.youtube.com/watch?v=-kCKi6W8tZM&feature=youtu.be

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031