გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
გაუჩინარებული მალაიზიური ბოინგი Google-ს რუკაზე „იპოვეს“

20-03-2018

ავიაკატასტროფების გამოძიების ავსტრალიელი სპეციალისტი პიტერ მაკმეჰონი რამდენიმე წელი სწავლობდა NASA-ს და Google Maps-ის გამოსახულებებს, რათა 4 წლის წინ ინდოეთის ოკეანეში გაუჩინარებული მალაიზიური ბოინგი ეპოვა.

Sun-ის ცნობით, მან თვითმფრინავის აღმოჩენა შეძლო. 

მაკმეჰონის მტკიცებით, Boeng 777 სეიშელის პატარა კუნძულის, რაუნდიდან 16 კილომეტრის მოშორებით ჩაიძირა. ეს ტერიტორია საძიებო ოპერაციაში არ ყოფილა.

სპეციალისტმა თავისი ვარაუდი ტრანსპორტისა და უსაფრთხოების ბიუროს უკვე გაუზიარა, სადაც დაუშვეს, რომ ფოტოზე შესაძლოა მართლაც გაუჩინარებული თვითმფრინავია.

კომპანია Malaysia Airlines-ის Boeing-777-ი, რომელიც კუალა-ლუმპურადან პეკინის მიმართულებით მიფრინავდა, 2014 წლის 8 მარტს რადარებიდან გაქრა. თვითმფრინავში ეკიპაჟის 12 წევრი და 227 მგზავრი იმყოფებოდა. 2015 წლის იანვარში ისინი დაღუპულებად ოფიციალურად გამოცხადდნენ.



imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031