გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოში საშუალო ხელფასის ოდენობა 117 ლარით გაიზარდა და 1319 ლარი შეადგინა

15-04-2020

გასული, 2019 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 117.6 ლარით გაიზარდა და 1 319.6 ლარი შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, 2019 წლის IV კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ხელფასების ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში. საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

• პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 2 216.3 ლარი (წლიური ზრდა - 3.3 პროცენტი);

• ინფორმაცია და კომუნიკაცია - 2 071.3 ლარი (წლიური ზრდა - 12.4 პროცენტი);

• მშენებლობა - 2 037.1 ლარი (წლიური ზრდა - 4.1 პროცენტი);

•საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 1 935.9 ლარი (წლიური ზრდა - 1.8 პროცენტი).

2019 წლის IV კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 018.5 ლარით, ხოლო კაცების - 1 593.2 ლარით განისაზღვრა და ხელფასების წლიურმა ზრდამ, შესაბამისად 112.5 და 124.7 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

საქსტატის ცნობითვე, 2019 წლის IV კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბიზნეს სექტორში 86.0 ლარით გაიზარდა და 1 404.7 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (2 501.4 ლარი, წლიური ზრდა 0.7 პროცენტი), ასევე ინფორმაციის და კომუნიკაციის (2 111.5 ლარი, წლიური ზრდა 13.1 პროცენტი) დარგებში ფიქსირდება.

2019 წლის IV კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 154.0 ლარით და 1 166.4 ლარს შეადგენს. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ასევე სახელმწიფო მმართველობისა და თავდაცვის სფეროებში დასაქმებულებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930