15-04-2020
ძალიან ხშირად ყოფილა ჩვენს ცხოვრებაში, რომ ადამიანი რომელსაც შევუნდეთ და ვაპატიეთ, მოტრიალდა და ზურგში ლახვარი ჩაგვარტყა. გვიფიქრია, მაშინ უნდა გამეგლიჯაო, მაგრამ შემდეგ, რომ დაფიქრდები და სიცხელე გაგივლის ხვდები, ვერ იზამდი და აპატიებდი - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ლაშა ნაცვლიშვილმა „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ განაცხადა.
„დიდი ელექტორალური ფასი გადაიხადა „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა კოჰაბიტაციის დაშვებისთვის. მაგრამ ის დრო, რომ მოტრიალდეს დარწმუნებული ვარ ისევ ისე იზამდა და ის ერთადერთი სწორი გზა იყო. რადგან მხოლოდ ასე იკურნება სენი, რომელიც ჩვენ შევიყარეთ. მიხეილ სააკაშვილიც მთელ საქართველოს დაგვემართა. მიუხედავად იმისა ვინ მისცა ხმა და ვინ არა. ბიძინა ივანიშვილიც ყველას ერთად დაგვემართა და ვარდს და ნეხვს ერთნაირად ეფინება. მისი ბენეფიციარი ყოველი ქართველია“ - განაცხადა ნაცვლიშვილმა.a