გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„დინამო არენას“ ავტოსადგომზე მანქანიდან ამოღებულ უცხო ნივთს ექსპერტიზა ჩაუტარდება  

20-03-2018


„დინამო არენას“ ავტოსადგომზე ავტომანქანიდან ამოღებულ ნივთს, რომელიც ავტომობილის მფლობელისთვის უცხოა, ექსპერტიზა ჩაუტარდება.

 

ამასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

 

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში გუშინ, 21:06 საათზე შემოვიდა შეტყობინება, რომ „დინამო არენას“ ავტოსადგომზე მდგომ  ერთ-ერთ ავტომობილში მისმა მფლობელმა, გ.ჭ.-მ  უცხო ნივთი შენიშნა.

შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე ოპერატიულად, 21:08 საათზე  გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, ასევე, ექსპერტები და გამნაღმველები.

ავტომობილის დათვალიერების შედეგად, სამართალდამცველებმა, ამოიღეს ხსენებული ნივთი, რომლის დეტალური შესწავლის მიზნით, ექსპერტიზა ჩატარდება. პოლიციის თანამშრომლები საგამოძიებო მოქმედებებს ადგილზე  გვიან ღამემდე აწარმოებდნენ. ამ დროისთვის, ავტომობილი დიდუბე-ჩუღურეთის IV განყოფილების ტერიტორიაზეა გადაყვანილი.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას  გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“- ნათქვამია განცხადებაში.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930