გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
თენგიზ კიტოვანი: ზვიადი ქართველი იყო! მე მასთან სადავო არაფერი მქონდა და მინდოდა პრეზიდენტად დამებრუნებინა

17-04-2020

საქართველოს სამხედრო საბჭოს ყოფილი წევრის, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების შეიარაღებული გზით დამხობის ერთ-ერთი მოთავის, თენგიზ კიტოვანის განცხადებით, ის ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტად დაბრუნებას აპირებდა, თუმცა მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ "ყველაფერი ჩაშალა".


ეს განცხადება კიტოვანმა გაზეთ "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში გააკეთა, რომელიც 2014 წლის 5 მაისს გამოქვეყნდა.


"ზვიადი ქართველი იყო! მე მასთან სადავო არ მქონია. ერთადერთი შეცდომა დაუშვა, როდესაც დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საქართველოს ჯარი გააუქმა. დაპირისპირებაც ამის გამო მოგვიხდა.


სხვათა შორის, როცა ზვიადი ჩეჩნეთში წავიდა, პარლამენტარი ვალერი ჩხეიძე გავგზავნე მასთან, უკან ჩამოიყვანე-მეთქი. ეს კაციშვილმა არ იცოდა. ახლა პირველად გეუბნებით, მაგრამ ვალერი მანანამ დააჭერინა, ჩეჩნეთში ციხეში იჯდა და ცოცხალი ძლივს დაბრუნდა.


მინდოდა, ზვიადი ჩამოსულიყო, დამებრუნებინა როგორც თავისუფალი პრეზიდენტი, მაგრამ ქალმა ყველაფერი ჩაშალა"-განაცხადა კიტოვანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031