20-04-2020
თბილისში, საბურთალოს რაიონში ქალს, სახლში ოჯახის წევრებთან ერთან ტელევიზორის ყურების დროს მოპირდაპირე კორპუსიდან გასროლილი ტყვია მოხვდა და გარდაიცვალა.
"რუსთავი 2"-ის უწყებით, ტყვია ბრმად გასროლილი იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას ითვალისწინებს.