გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე: კინკლაობას სჭირდება ორი მხარე, ჩვენ ამისთვის არ გვცალია, ასე რომ ამაში ისინი მარტო არიან

21-04-2020

„დიახ, მეც ვნახე ოპონენტების კომენტარები, მაგრამ ამას კინკლაობას ვერ დავარქმევ, რადგან კინკლაობას ორი მხარე სჭირდება - ჩვენ კი ახლა კინკლაობისთვის ნამდვილად არ გვცალია. შეიძლება ითქვას, ისინი ამაში მარტო არიან. ცხადია, ბევრი რამის თქმა შეუძლიათ უაპელაციოდ, რადგან ოპოზიციის პასუხისმგებლობას გამოხატავს შეკითხვა “რას ფიქრობთ?”, ჩვენი პასუხისმგებლობა კი ბევრად მეტია და ჩვენ უნდა ვუპასუხოთ კითხვას “რას ვგეგმავთ?” - ამიტომ, აქტიურად ვიმუშავეთ ამ გეგმებზე და მას საზოგადოებას წარვუდგენთ. ოპოზიცია ფიქრობდა, რომ ხელისუფლება ვერ გაართმევდა თავს პანდემიის მართვას, - ვერ შეძლებდა ჯანდაცვის ორგანიზებას, ვერ მიიღებდა სოციალურ და ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს, მაგრამ რეალურად გამოჩნდა, რომ ხელისუფლებამ ეს შეძლო. ჩვენ მზად გვაქვს სოციალური და ეკონომიკური დახმარების გეგმაც და ამ ყველაფერს პარასკევს უკვე საზოგადოება ნახავს“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის ტავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა კრიტიკულ მოსაზრებებს ხელისუფლების ქმედებებთან დაკავშირებით.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველოს მიმართ პოზიტიური საერთაშორისო შეფასებები ეფუძნება იმას, რომ ობიექტური გარე დამკვირვებლები ხედავენ, სწორ ნაბიჯებს და ხედავენ შედეგებსაც. საქართველომ ეფექტური პოლიტიკა და ღონისძიებები დაუპირისპირა პანდემიის საფრთხეს.

„ჩვენზე ბევრად ძლიერი ეკონომიკის და ჩვენზე უკეთ დაფინანსებული ჯანდაცვის სისტემის მქონე ქვეყნებმა, მხოლოდ იმის გამო, რომ ეს საფრთხე დროულად არ შეაფასეს და დროულად არ იყო ის ნაბიჯები გადადგმული, რაც ჩვენ გადავდგით, მიიღეს მძიმე ვითარება. თუმცა, ეს შედეგი, რაც ჩვენ გვაქვს ეპიდემიის შეკავების კუთხით, არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ახლა გადავერთოთ ოპოზიციასთან დაპირისპირებაზე და ვუპასუხოთ მათ ყველა კომენტარს. კინკლაობის დრო არ არის. საზოგადოება ხედავს ძალიან კარგად, რომ ჩვენ ვართ ორიენტირებულნი ჩვენი მოქალაქეების ინტერესებზე და ვზრუნავთ ადამიანებზე რამდენადაც ეს შეიძლება. თქვენ მეკითხებით შეიძლება თუ არა ოპოზიციამ ამ ვითარებაში ფეხი მოიკიდოს? ფეხი რომ მოიკიდონ კორონავირუსის საკითხით, ამის ალბათობას ვერ ვხედავ, მაგრამ ხეელი რომ მოკიდონ საქმეს და დაეხმარონ მოქალაქეებს, ამის შესაძლებლობა დღეს ყველას აქვს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ რომელ პოლიტიკურ პარტიაშია. ჩვენ ვესაუბრებით საზოგადოებას, მედიას და ყველა კრიტიკულ კითხვას ვპასუხობთ, მაქსიმალურ ინფორმაციას ვაწვდით ჩვენს საზოგადოებას,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930