გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვოლსკი სააკაშვილზე: ჯერ ცხვირით მიწა მოთხარა, შემდეგ ღრუბელ-ღრუბელ ჩაფრინდა, თავს დააცხრა ოკუპანტს და ომი მოიგო

21-04-2020

„ურთიერთობები ჩვენს პარტნიორებთან, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ინტენსიურია და საკმაოდ სოლიდური იქნება ის დახმარება, თანაც მოკლე დროში, რომელმაც საქართველოს ეკონომიკა და კონკრეტული სიცოცხლეები უნდა გადაარჩინოს“, - აღნიშნულის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ტვ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები და ქმედებები დროსა და სივრცეში არის გაწელილი.

„მიხეილ სააკაშვილის განცხადებები და ქმედებები დროსა და სივრცეში არის გაწელილი. თუ ერთ კლასტერში მოვუყრით ამას ყველაფერს თავს და დავიწყებთ საუბარს იქიდან რომ მან მეომრები მიატოვა, სამოქალაქო პირები დაიხოცნენ, თვითონ ცხვირით მიწა მოთხარა, შემდეგ ღრუბელ-ღრუბელ ჩაფრინდა, თავს დააცხრა ოკუპანტს და ლამის გაყარა საქართველოდან, საერთო ომი მოიგო - გადაუჭარბებლად, ყოველგვარი ცინიზმის გარეშე, რეალობას ვამბობ - სხვაობა ჩვენს შორის საკმაოდ დიდია. რაც შეეხება იმ 5 მილიარდს, სახელმწიფო, მსოფლიო მაშინ იყო სტაბილურ მდგომარეობაში, იყო ეკონომიკური აღმასვლა, მაშინ მსოფლიო დაჩაგრულ, ოკუპირებულ საქართველოს დაეხმარა და იმ ვალს დღესაც ვიხდით“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.​

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930