გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია მეზვრიშვილი ოპოზიციას: ტყუილია, რომ არ იცით, რა მდგომარეობაა საავადმყოფოებში, არ იცით ინფიცირებულების რაოდენობა, რა ხდება ბოლნისში, ქობულეთში და როგორ მუშაობს საკარანტინო სივრცეები

22-04-2020


ტყუილია ის, რომ არ იცით, რა მდგომარეობაა საავადმყოფოებში, არ იცით ინფიცირებულების რაოდენობა; ტყუილია, რომ არ იცით, როგორ ხდება კონტაქტების დადგენა, რა ხდება მარნეულში, ბოლნისში, ქობულეთში, როგორ მუშაობს ეს საკარანტინო სივრცეები, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, პარლამენტის სხდომაზე, ოპოზიციის წარმომადგენლების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ნათია მეზვრიშვილმა ისაუბრა ოპოზიციის მოთხოვნაზე, პრემიერის სხდომაზე მისვლასთან დაკავშირებით და მიმართა მათ, რომ ეს რეგულირდება იმ რეგლამენტით, რომელში ცვლილებების შეტანას თავის დროზე მხარი ოპოზიციამაც დაუჭირა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის შეფასებით, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების არგუმენტები მთავრობის ადმინისტრაციამ და საპარლამენტო მდივანმა წარადგინეს და როდესაც ოპოზიცია პარლამენტში პრემიერის მისვლაზე საუბრობს, სხვა მიზანი ამოძრავებს.

„მე იმ უწყებათაშორისი საბჭოს წარმომადგენელი გახლავართ, სადაც ეს საკითხები, ყოველდღიურად განიხილება და რომლის შემდეგ ბრიფინგები პირდაპირ ეთერში გადაიცემა, რათა დეტალური ინფორმაცია მიეწოდოს საზოგადოებას და მათ შორის თქვენ“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930