23-04-2020
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებული შეზღუდვები ნორმალური და ადექვატურია. ეს აისახება ვირუსის გავრცელების მაჩვენებელზე.
მისი თქმით, ქვეყანაში COVID-19-ის კონტროლირებადი მატებაა. ეს ნიშნავს, რომ დამატებითი რეგულაციები საჭირო არ არის.
"ქვეყანაში ისევ გვაქვს ზომიერი, კონტროლირებადი მატება, ანუ ნიშნავს, რომ გარკვეულწილად, ეს ღონისძიებები - აღკვეთის და რეგულაციები, რაც არის, ალბათ საკმარისია. კიდევ უფრო გამკაცრება სიტუაციას გაართულებს. ამ ეტაპზე შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ეს ყველაფერი აბსოლუტურად ადექვატურია. კიდევ გამკაცრება იქნება საჭირო, თუ მოხსნა, ამას დინამიური პროცესი აჩვენებს.
დღეს დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა.