გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პედიატრი: დახურულ სივრცეში ვირუსის თავმოყრა უფრო საშიშია, ამიტომ ოთახი ხშირად, ნებისმიერ ამინდში გაანიავეთ

23-04-2020

კორონავირუსი საუკუნის გამოწვევაა, მან უკვე სახლებში ჩაგვკეტა, მაგრამ კარანტინი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ბავშვები ფორმაში იყვნენ , - ამის შესახებ პედიატრმა, თამარ ობგაიძემ „ფორმულის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ვირუსთან ბრძოლაში ძლიერი იმუნიტეტი აუცილებელია.

„იმუნიტეტი, რომელიც ამ ვირუსთან ბრძოლისთვის საჭიროა, ძლიერი იქნება თუ ბავშვს სწორი კვება, სწორი ძილი და შესაბამისი ფიზიკური აქტივობა ექნება. შეეცადეთ, ბავშვები პერიოდულად წამოაყენოთ, ეთამაშეთ, ძალიან კარგია აბაზანაში ცურვის გაკვეთილები, რომელიც პატარას ააქტიურებს და მნიშვნელოვანია მისი იმუნური ძალების გაუმჯობესებისთვის. აუცილებლად უნდა ყალიბდებოდეს ძილის რუტინა. არ შეიძლება ძილის წინ აღმგზნები თამაშები, კვება ძილამდე ერთი საათით ადრე უნდა იყოს. ყველა მშობელს უნდა ახსოვდეს, რომ დაძინების პროცესი არ უნდა გადაიდოს. 21:00 საათიდან 24:00-მდე წარმოიქმნება ძილის ჰორმონი - მელატონინი და სასურველია, ამ დროს ბავშვს ეძინოს. ასევე მნიშვნელოვანია ძილის წინ ოთახის განიავება, დახურულ სივრცეში ვირუსის თავმოყრა უფრო საშიშია, ამიტომ ოთახი ხშირად, ნებისმიერ ამინდში უნდა განიავდეს“, - აღნიშნა პედიატრმა.

მისივე თქმით, იმუნიტეტის გაძლიერებისთვის ასევე აუცილებელია D ვიტამინი.

„კარანტინის დროს ქუჩაში სიარული არ შეიძლება, მაგრამ მზის სხივები შეგიძლიათ აივანზე მიიღოთ, რომელიც ჩვენს კანში D ვიტამინს წარმოქმნის. ამ პროცედურის ჩატარება სასურველია დილის საათებში, ვიდრე მზის აქტივობა მკვეთრად მოიმატებს“, - განაცხადა თამარ ობგაიძემ.

imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930