გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გური სულთანიშვილი: პოსტი გვარამიას ვოლზე, თითქოს რომის პაპს აქვს კორონა, ფეისბუკის ადმინისტრაციამ როგორც ფეიკ ნიუსი წაუშალა

23-04-2020

გასაგებია, თქვენთვის პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ჩემს ვიდეოებს სხვადასხვა გვერდები აზიარებენ, მაგრამ იქნებ ყურადღება იმ პრობლემებზეც გაამახვილოთ, რომელიც არის კოვიდის გარშემო დეზინფორმაცია და რომელსაც მხოლოდ ოპოზიცია, მთავარი არხი და მისი ფბ გვერდი, ნაცების ტროლ ფეიჯები ავრცელებენ,- ამის შესახებ POSTV-ის ანალიტიკოსი გური სულთანიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ეთო ბუზიაშვილს მიმართავს.

მისი თქმით, ფეისბუქი ყველაზე მგრძნობიარე COVID-ის თემაზე გავრცელებული ფეიკებისადმია.

გური სულთანიშვილი მიიჩნევს, რომ ყალბი ინფორმაცია და ამბები განსაკუთრებით საშიშია კორონავირუსის დროს და თუ ვინმე ეწევა ყალბი ამბების გავრცელებას, ესა ოპოზიცია და განსაკუთრებით "მთავარი არხია”.

"ფეისბუკის ახალი რეგულაციის თანახმად, იგი წაშლის ანტი-კარანტინის პროტესტის ივენთებს ანუ იმას, რაც ახლა გირჩმა გააკეთა, რომ უნდათ შეკრება და გაპროტესტება ამის. ზოგადად ახლა ფბ ყველაზე მგრძნობიარეა კოვიდის თემაზე გავრცელებული ფეიკებისადმი. ამ ფეიკებს ჩვენთან მხოლოდ ოპოზიცია ავრცელებს და მის ავანგარდშია "მთავარი არხი". როგორც ვიცი, ვინმე ეთო ბუზიაშვილი არის Atlantic Council's DFRLab - ის მკვლევარი, რომლის ამოცანა სწორედაც, რომ ფეიკ ნიუსებთან ბრძოლაა. ახლა, კარგად ხვდებით, როგორი მნიშვნელოვანია ,,ფეიკ ნიუსებზე“ სწრაფი და ოპერატიული რეაგირება. თან ეთო ფეისბუკთან მჭიდროდ თანამშრომლობს. იქნებ გამოიყენოს მისი გამოცდილება, ცოდნა და ურთიერთობები და რეაგირება მოახდინოს ფეიკ ნიუსებზე კოვიდის შესახებ და იმ კონტენტზე, რომელიც ემსახურება კარანტინის წინააღმდეგ კამპანიის წარმოებას. შეიძლება უკვე დაწყებული აქვს მუშაობა ამ თემაზე. თუ კი, ძალიან გამიხარდება. ზოგადად ფეისბუქის პოლიტიკა შემდეგია, რომ ფეიკ ნიუსთან ბრძოლაში გამოხატვა არაა აბსოლუტური, შესაბამისად შეიძლება შეიზღუდოს ის. განსაკუთრებით კორონას დროს საშიშიაყალბი ინფორმაცია და ამბები და ზუსტად ამ დროს თუ ვინმე ეწევა ყალბი ამბების გავრცელებას ესაა ოპოზიცია და განსაკუთრებით "მთავარი არხი". მაგალითად, გვარამიას ვოლზე, სადაც ქონდა გაზიარებული, რომ თითქოს რომის პაპს აქვს კორონა, ეს პოსტი თვითონ ფეისბუკის ადმინისტრაციამ წაუშალა, როგორც ფეიკ ნიუსი. ასევე, მათი ეთერიდან ვრცელდებოდა რეკომენდაციები ცხელი წყლის სმაზე, რის შედეგადაც დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გააკეთა კომენტარი, რომ მსგავსი რეკომენდაციებით ხალხმა დამწვრობა მიიღო და მოგვმართავენო. ასევე პირბადეებზე, გაუთავებელი და დაუზუსტებელი ინფოები. ასევე, გვარამიას მოწოდება კიდევ ე.წ ჩელენჯი რომელიც ასევე მიზნად ისახავს Covid -19 თან საბრძოლველად სახელმწიფოს მიერ შემოღებულ კარანტინის რეჟიმის წინააღმდეგ კამპანიის წარმოებასეს ყველაფერი ფბ ის მეშვეობითაც ვრცელდება. ამას ემატება კოვიდის თემაზე კიდევ უამრავი სისულელე, რომ 5G ინტერნეტი არის საფრთხე და პრობლემა.

ფეისბუკს ძალიან მკაცრი პოლიტიკა აქვს ახლა კოვიდის თემაზე, ყველანაირ დეზინფორმაციას და კარანტინის დაუმორჩილებლობას წაშლის. აგერ ახლა გირჩები აპირებენ იმის მოთხოვნას რომ გაუქმდეს საგანგებო მდგომარეობა და ამის ივენთიც არის”,- წერს გური სულთანიშვილი.

ანალიტიკოს მიმართავს ეთო ბუზიაშვილს, რომ დაინტერესდეს დეზინფორმაციით, რომელიც COVID-ის გარშემო ვრცელდება.

,,გასაგებია, რომ თქვენთვის პრობლემას წარმოადგენს რომ ჩემს ვიდეოებს სხვადასხვა გვერდები აზიარებენ (მოგეხსნებეათ, იმ კვლევებში, რომელიც ეთომ გააკეთა მე ვიყავი მოხსენიებული) მაგრამ იქნებ იმ პრობლემებზეც გაამახვილოთ ყურადღება, რომელზეც ზემოთ ვისაუბრე ანუ ბევრად მნიშვნელოვან პრობლემაზე, რომელიც არის კოვიდის გარშემო დეზინფორმაცია და რომელსაც მხოლოდ ოპოზიცია, მთავარი არხი და მისი ფბ გვერდი და ნაცების ტროლ ფეიჯები ავრცელებენ.

ეს ვნებს ადამიანების ჯანმრთელობას, ზოგადად პოლიტიკას და საქმე ეხება უმძაფრეს საკითხს”,- წერს გური სულთანიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930