24-04-2020
იურისტი ვალერი გელბახიანი, რომელიც ქართულ პოლიტიკაში წლებია ჩართულია, აცხადებდა, რომ საქართველოსთვის უკეთესი იქნებოდა, თუ 2008 წლის აგვისტოს ომი გაგრძელდებოდა.
ასევე, გელბახიანის შეფასებით, საქართველოს, ტერიტორიების მეხუთედი ევროპამ წაართვა.
აღნიშნულ თემებზე გელბახიანმა გაზეთ „ალიას“ კორესპონდენტთან ინტერვიუში, 2013 წლის მიწურულს ისაუბრა.
„ომის დროს სად იყო ევროკავშირი? ევროპა არ იყო, შუამავლად რომ მოგვევლინა? რუსეთს საქართველოს ტერიტორიები რომ გაუფორმა და ერთი მეხუთედი
რომ დაგვაკარგვინა, ზუსტად იმისთვის, რომ ომი არ გაგრძელებულიყო.
იცით რას გეტყვით? ქართველებს გვერჩივნა, ომი გაგრძელებულიყო, ოღონდ ტერიტორიების გაფორმება არ მომხდარიყო. ტერიტორიების გაფორმებით ჩვენ
მივიღეთ იურიდიული შედეგი, რასაც ვერანაირად ვერ ვცვლით. აი, საომარი ვითარებით კი შედეგს შევცვლიდით. ვიღაცა დაიღლებოდა სისხლისღვრით და
ვიღაცას შუაგულ რუსეთში მეტი პრობლემები შეექმნებოდა. ევროპამ კი არ დაგვიცვა, არამედ წაგვართვა ტერიტორიები. პროევროპელებს გინდა ეწყინოთ,
გინდა არა, ეს არის სიმართლე“-განაცხადა გელბახიანმა.
ცნობისთვის: ცოტა ხნის წინ ვალერი გელბახიანი შვილთან ერთად კიევში საქართველოს ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ეწვია.