გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბექა ლილუაშვილი: გეგმა შედგება არა მხოლოდ სოციალური პაკეტისგან, არამედ იმ ღონისძებებისგან, რომელიც მიმართულია ბიზნესის მხარდაჭერაზე

25-04-2020

გვიწევს ბრძოლა ორი მიმართულებით - ერთი, არის ეპიდემიოლოგიური მიმართულება და ქვეყნის ეკონომიკაზე და ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვა, ჩვენი ბრძოლის მთავარი ტაქტიკა არის ის, რომ წარმატება იქნება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოვახერხეთ ორივე მიმართულებასთან გამკლავება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ, მთავრობის გადაწყვეტილებით, შეიქმნა ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა, რომლის ერთი კომპონენტი არის სოციალური მხარდაჭერის პაკეტი და ასევე ეს გეგმა შედგება იმ ღონისძებებისგან, რომელიც მიმართულია საქართველოში სამეწარმეო სექტორის და ბიზნესის მხარდაჭერაზე.

„გლობალური გამოიწვევების პირველივე დღიდან გვიწევს ბრძოლა ორი მიმართულებით - ერთი, არის ეპიდემიოლოგიური მიმართულება, სადაც ყოველდღიურად ვცდილობთ, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ის შედარებით პოზიტიური მდგომარეობა, რაც გვაქვს სხვა ქვეყნებთან შედარებით, ხოლო მეორე მხრივ, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ქვეყნის ეკონომიკაზე და ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვა. ჩვენი ბრძოლის მთავარი ტაქტიკა არის ის, რომ წარმატება იქნება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოვახერხეთ ორივე მიმართულებასთან გამკლავება.

არ გვინდა, რომ ისე დავაზარალოთ ჩვენი ეკონომიკა, რომ გამოუსწორებელი იყოს ეს ზიანი. სწორედ ამიტომ, მთავრობის გადაწყვეტილებით, შეიქმნა ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა. ერთი კომპონენტი არის სოციალური მხარდაჭერის პაკეტი, რომელიც ემსახურება სწორედ იმ მიზანს, რომ მიმდინარე კრიზისის პერიოდში, სახელმნწიფომ შეძლოს, იზრუნოს მის თითოეულ მოქალაქეზე, ყველაზე, ვინც ამ პანდებმიის შედეგად დაზარალდა და დაკარგა შემოსავალი. ამიტომ არის ეს ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი და სახელმწიფოს მცდელობა და საშუალება იმისთვის, რომ მაქსიმალურად იზრუნოს თითოეულ დაზარალებულ ადამიანზე. შესაბამისად, ეს გეგმა შედგება არა მხოლოდ სოციალური პაკეტისგან, არამედ, იმ ღონისძებებისგან, რომელიც მიმართულია საქართველოში სამეწარმეო სექტორის და ბიზნესის მხარდაჭერაზე, რაც იმიტომ არის საქართველოს მთავრობისთვის მთავარი პრიორიტეტი, რომ კრიზისის განმავლობაში მაქსიმალურად შეინარჩუნოს ბიზნესმა სამუშაო ადგილები და უფრო ნაკლებმა ჩვენმა მოქალაქემ დაკარგოს შემოსავლის წყარო“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930