26-04-2020
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, მთელი საქართველოს მასშტაბით მიზნობრივი ტესტირება ეტაპობრივად ტარდება. მისივე თქმით, ტესტები ეპიდემიოლოგიური ვითარების მიხედვით ჩატარდება.
"ყველა პაციენტის ტესტირება, რომელიც არის სიცხიანი და რომელიც არის პნევმონიით, ხორციელდება არა მხოლოდ ცხელების ცენტრებში, არამედ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სამედიცინო დაწესებულებაში. ტესტირების სტრატეგია, რომელიც ქვეყანას ჰქონდა, არჩეულია ანუ მიზნობრივი ტესტირება, ეტაპობრივად ხორციელდება.
ევროპასა და შეერთებულ შტატებში არათუ მსუბუქ პაციენტებს, არამედ არის კატეგორიებად დაყოფილი ვის უტარდება ტესტირება. ამიტომ ჩვენი ქვეყნის რესურსების, ტესტების ხარისხის და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, ტესტები ჩატარდება ისე, როგორც ამას გადაწყვეტს ის გუნდი, რომელიც მართავს სიტუაციას. ჯერჯერობით საბოდიშო არ უნდა იყოს ის, რომ ათობით და ასობით ადამიანი დაღუპული არ არის. საბოდიშო არ უნდა იყოს მე მგონი, რომ ათასობით ადამიანი და ათიათასობით, საქართველოში ავად არ არის, ასევე ის, რომ ჩვენი საავადმყოფოები გადავსებული არ არის. თუ ეს საბოდიშოა, ბოდიშს მოვიხდით,"-განაცხადა იმნაძემ.