გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ლატარია ნაცმოძრაობას: თქვენ ჩვენს შვილებს და მომავალს ებრძვით და რით განსხვავდებით რომელიმე გარე მტრისგან?

26-04-2020

"ჩვენ, ვიცავთ იმათ, ვინც ჩვენი შვილების ხვალინდელ დღეს იცავენ" -ამ სიტყვებით ეხმაურება ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია ექიმების მიმართ ცილისმწამებლურ განცხადებებს.
მისი თქმით, მაშინ, როცა ქართველი ხალხი ექიმებს მადლობას სწორედ იმის გამო უხდის, რომ საქართველოში ათასობით გარდაცვლილი ადამიანი არაა, ბოღმით გაგიჟებული ნაცები ირწმუნებიან, რომ გარდაცვლილები ჰყავთ და მალავენ.

ამის შესახებ ლატარიამ სოციალურ ქსელში დაწერა.
"ალბათ ისევე როგორც მე, თქვენც გიფიქრიათ, ნუთუ არსებობს რამ, რაც შეიძლება გვარაიამ ან ზოგადად მიშას გამოზრდილმა არ იკადროსო? კი, გვიფიქრია მაგრამ საზღვარი არ ჩანს, დღითიდღე გვაკვირვებენ თავიანთი სიბოროტით, ღვარძლით, შურით, ზიზღით ქართველების მიმართ, ზიზღით ჩვენი ისტორიის მიმართ, ზიზღით ზოგადად ყველაფრის და ყველას მიმართ, რაც საქართველოს წარმატებაზე ან/და უბრალოდ ქვეყნის კეთილდღეობაზეა. ეზიზღებათ ყველა, ვისაც შეუძლია ჩემი ქვეყნისთვის მხოლოდ დადებითი შექმნას.

ახლა უკვე დაიწყეს გარდაცვლილები ყავთ და მალავენო და გაგიჟდნენ ბოღმით, რატომ არ ყავს საქართველოს ბევრი გარდაცვილი და რატომ არ არის სადმე პადვალში ან/და ჯიხურზე რადენიმე გვამიო?

ჩვენს ექიმებს შეეშვით ნაცებო, ჩვენ მადლობას ვუხდით მათ განა იმიტომ რომ რომელიმე ჩვენი ნათესავია? არა, მათ მადლობა მხოლოდ იმიტომ, რომ ათასობით გარდაცვლილი ქართველის პანაშვიდზე არ გვიწევს წასვლა (ისიც ვერ წასვლა) და იცით ეს ყველაფერი რას ნიშნავს?

ჩვენ, ვიცავთ იმათ ვინც ჩვენი შვილების ხვალინდელ დღეს იცავენ 24 საათი და რახან თვენ მათ ებრძვით, გამოდის რომ თვენ ჩვენს შვილებს და მომავალს ებრძვით და რით განსხვავდებით რომელიმე გარე მტრისგან? არაფრით, ამიტომ .....

უბრალოდ ჯობს გონს მოეგოთ, უბრალოდ გონს მოეგეთ!!!"-წერს ლატარია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930