გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნიკოლოზ მჭედლიშვილი შალვა ნათელაშვილს: თქვენ პოლიტიკაში ყოფნის უფლება არ გაქვთ

30-04-2020

შალვა ნათელაშვილის რაღაც დაუწერია ბადრი პატარკაციშვილის ოჯახზე, "იმედზე" და მათ სინდისზე. მინდა ვუთხრა ბატონ შალვას - ვინ, ვინ და თქვენ არ გაქვთ საერთოდ ასეთი საუბრების უფლება, თქვენ არ გაქვთ პოლიტიკაში ყოფნის უფლებაც,- ამის შესახებ ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის სტატუსს ეხმიანება, რომელიც ნათელაშვილმა ,,ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაწერა და სადაც იგი ,,იმედის“ ჟურნალისტებს ზონდერებათ მოიხსენიებს, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს კი ასე მიმართავს - ,,სირცხვილი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს“.

მჭედლიშვილის თქმით, შალვა ნათელაშვილი არა ხალხზე , არამედ ყოველთვის თავის თავზე ზრუნავდა.

"შალვა ნათელაშვილის რაღაც დაუწერია ბადრი პატარკაციშვილის ოჯახზე, "იმედზე" და მათ სინდისზე. მინდა ვუთხრა ბატონ შალვას, ვინ, ვინ და თქვენ არ გაქვთ საერთოდ ასეთი საუბრების უფლება, თქვენ არ გაქვთ პოლიტიკაში ყოფნის უფლებაც. რომელ სინდისზე და ვის სინდისზე საუბრობთ, იქნებ ხალხს უთხრათ, საიდან გაქვთ სახლი დუშეთში რით ცხოვრობთ, როგორ შოულობთ ფულს? იქნებ გვითხრათ რა თანხა დაჯდა თქვენი სახლის აუზის მოწყობა? ნუ, ატყუებთ ხალხს, რომ მათზე ზრუნავთ. თქვენ მხოლოდ თქვენ თავზე ზრუნავდით ყოველთვის“,- წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930