1-05-2020
"არ ვარ დაღლილი, იმიტომ რომ დაღლის დრო ამ ეტაპზე არ არსებობს"- ამის შესახებ პირველის საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა “ტვ პირველის” გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა და აღნიშნა, რომ ექიმების ძირითადი მიზანი დაუღალავი შრომის შედეგად მიღწეული შედეგია.
“ყველაფერს ვაკეთებთ ექიმები ვინც ამ კლინკაში, ამ ეტაპზე ვმუშაობთ ადამიანებთან, ვინც კორონავირუსის ინფექციით არიან დაავადებულები, ან არ არიან. ვინც მიცნობს, საკმაოდ შრომის მოყვარე ადამიანი ვარ და ცოტა ამბიციური, მაგრამ ბოლო პერიოდი “მე” პირადად დავკარგე. ეს არ არის დრო, როცა ჩემი “მე”- ს გამო ვიღაც უნდა ვაზარალო. ეს არის დრო, რომ ჩემი “მე”- ს გარეშე რაც შეიძლება მეტი სიცოცხლე გადავარჩინო. სწორედ ამ პრინციპით მოქმედებს ჩვენი კლინიკა და მინდა გითხრათ, რომ წარმატების ეტაპი ამან დაგვაძლევინა”-განაცხადა ლევან რატიანმა.
რაც შეეხება მედპერსონალის ოჯახურ მდგომარეობას და მათთან კომუნიკაციის ფორმას, ლევან რატიანის თქმით, ყველა იმ მედპერსონალს, ვინც მის კლინკაში მუშოაბს, თითქმის ყველას ჰყავს ოჯახი, მაგრამ ამ პერიოდის განმავლობაში, მათ უმეტესობას ოჯახის არცერთ წევრთან კონტქატი არა აქვს.
“ჩათვალეთ, რომ გვყავს ყველას ოჯახი, მაგრამ მთელი ეს პერიოდი არცერთი ოჯახის წევრთან კონტაქტი ამ კლინიკაში მომუშავეების უმეტესობას არ გაგვაჩნია. ორი თვეა არცერთი შვილი არ მინახავს, არც სკაიპით ვერთვები. მოკლედ ვკონტაქტობ შუათანა შვილ გიორგისთან, რომელიც მეუბნება მოწყენილი და გატეხილი ხმა გაქვსო. ამის შემდეგ გადავწყვიტე, წამიერად დავინახო და გამოცივდე ვიზუალიზაციიდან”-განაცხადა ლევან რატიანმა.