1-05-2020
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევიდან 13 პირის ინფიცირების წყარო ბოლნისს უკავშირდება.
"27 ახალი კოვიდინფიცირებული პაციენტიდან 13-ის წყარო ბოლნისს უკავშირდება, ერთი – თეთრიწყაროს, ორი მარნეულს, ოთხი – საკარანტინო სივრცეს. დანარჩენის წყარო უცნობია, ახლა ხდება მისი მოძიება"-განაცხადა ეზუგბაიმ.