გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ევროპარლამენტარი კეროლ კარსკი: საქართველოს მთავრობას განზრახული აქვს პრო-დასავლურ, პრო-ალიანსურ გზას მიჰყვეს - reaction.life

1-05-2020


“საქართველო რუსეთსა და ირანს შორის მდებარეობს, თუმცა მის ამჟამინდელ მთავრობას განზრახული აქვს პრო-დასავლურ, პრო-ალიანსურ გზას მიჰყვეს. მმართველი პარტია - „ქართული ოცნების“ მიერ დაკომპლექტებული მთავრობის მეთაური გიორგი გახარია ღიად აცხადებს, რომ მთავრობას სურს ალიანსში და ევროკავშირში გაწევრიანება” წერს ევროპარლამენტარი კეროლ კარსკი reaction.life-ში გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით - „გაძლიერდეს NATO, დავეხმაროთ საქართველოს, დავიცვათ დასავლეთი“ .

მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის 80% მხარს უჭერს ამ მიზანს და ეს უახლესი გამოკითხვებით დასტურდება.

„ეს შეიძლება აუხდენელ ოცნებად ჟღერდეს, სანამ მონაცემებს ნახავთ. საქართველო სულადობრივად უკვე არის NATO-ს საერთაშორისო მისიების ყველაზე დიდი მონაწილე ავღანეთში და ის ახლახანს გახდა მეორე არაწევრი სახელმწიფო (ფინეთის შემდეგ), რომელიც ალიანსის კიბერუსაფრთხოების პლატფორმას შეუერთდა, რომელსაც MISP აკრონიმით იცნობენ. პარტია „ქართულ ოცნებას“ ასევე განხორციელებული აქვს საბაზრო ეკონომიკური რევოლუცია: გადასახადები და კერძო სექტორის რეგულირება შემცირდა, კორუფციასთან სასტიკი ბრძოლა წარმოებს და ინვესტიციები მოედინება. შედეგად, სიღარიბის მაჩვენებელი განახევრდა ბოლო ათწლეულის განმავლობაში; მსოფლიო ბანკის რეიტინგში საქართველო ახლა მეორე ადგილს იკავებს ბიზნესის წამოწყების სიმარტივის ნიშნით; „Heritage“ ფონდის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში ქვეყანა მე-12 ადგილზეა და წინ უსწრებს შეერთებულ შტატებსა და ევროკავშრის ბევრ წევრ სახელმწიფოს” - წერს ევროპარლამენტარი.

როგორც ავტორი აღნიშნავს, ეს უნდა გვაინტერესებდეს იმიტომ, რომ ჩვენთვის, ყველასთვის დამაიმედებელი ამბავია. დასავლური კაპიტალიზმისა და დემოკრატიის კლება ბოლო წლებში ფართოდ იყო პროგნოზირებული, თუმცა საფრთხისა და პესიმიზმის მომასწავებელი უწყებების აზრები მცდარი გამოდგება.

„გაერთიანებული სამეფოს როლი პოსტ-პანდემიური გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურაში ფუნდამენტურია. ნუ დააკნინებთ მის მნიშვნელობას. ალიანსის ძირითადი წევრის, მსოფლიოს ერთერთი ყველაზე განვითარებული სამხედრო ძალის მქონე ქვეყნისა და გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრის რანგში, გაერთიანებული სამეფოს როლი თავისუფალი სამყაროს დაცვის საქმეში უცილობელი რჩება, ევროკავშრის დატოვების მიუხედავად.

ერთერთი მნიშვნელოვანი უახლესი საერთაშორისო ამბავი - სანამ ვირუსის შესახებ ინფორმაცია ყველა სხვას გადაფარავდა - ამ ფაქტს ადასტურებს.

თებერვალში გაერთიანებული სამეფოს, შეერთებული შტატებისა და საქართველოს უშიშროების სამსახურებმა გამოაცხადეს, რომ საქართველოს ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურაში მომხდარი მასიური კიბერთავდასხმა გაანალიზეს. პოლონეთისა და ბალტიისპირეთის სახელმწიფოების მსგავსად, საქართველო ევროპის გეოგრაფიულ და ტექნოლოგიურ საზღვარზე იმყოფება. თუ გლობალური ბრიტანეთი რამეს ნიშნავს, ეს არის მისი გაძლიერებული როლი - ისეთი, როგორიც თებერვალში გამოჩნდა, როდესაც ჩვენს პრო-დასავლურ მოკავშირეებს დაეხმარა მსოფლიოს რთულ ადგილებში. საქართველო ალბათ ყველაზე ნათელი მაგალითია” - წერს ევროპარლამენტარი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930