1-05-2020
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ საერთაშორისო გამოცემებში ბიძინა ივანიშვილის მიერ კოვიდ ვირუსის წინააღმდეგ შექმნილ ფონდში განხორციელებული ქველმოქმედების შესახებ მომზადებულ სტატიებზე კომენტარი გააკეთა.
„ბრიტანული „ტელეგრაფის“ შემდეგ, მეორე საკმაოდ პრესტიჟული გამოცემა - „ბარონსი“ აქვეყნებს ცალკე სტატიას იმ შემოწირულობებზე, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით ხორციელდება კორონა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით სასიამოვნოა, როდესაც ამ სიაში ერთ-ერთი მთავარი შემომწირველი, ბიძინა ივანიშვილი ცალკეა გამოყოფილი ისეთი ადამიანების გვერდით როგორიცაა ჯორჯ სოროსი, მაიკლ ბლუმბერგი, ამაზონის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი და ბევრი სხვა ცნობილი ქველმოქმედი ადამიანი. ეს არის საქართველოს სახელის საზღვრებს გარეთაც გატანა და იმ ქველმოქმედებაზე კიდევ ერთხელ საუბარი და ხაზგასმა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ქართველი ხალხის წინაშე მიუძღვის. ჩემი აზრით, ეს საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ ხაზს უსვავს, რომ ყველანაირი სპეკულაცია და კრიტიკა, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით ბოლო დღეებში გახმოვანდა უბრალოდ არაეთიკურია. საერთაშორისო გამოცემების მიერ ესეთი აღიარება ქვეყნისთვის არის საამაყო“, - განაცხადა კახა კუჭავამ.