გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
ადეიშვილმა თქვა დღეს 12 ათასი პატიმარი გვყავს და წლის ბოლომდე 30 ათასამდე უნდა გავზარდოთო; ახალაიამ ათჯერ მაინც გადაგვაღებინა ციხის ფასადი, რომ სააკაშვილის საყვარელი ფერები მიეღო - გლდანის ციხის ამშენებელი კომპანიის მთავარი ინჟინერი

2-05-2020

გლდანის ციხის ამშენებელი კომპანიის, "ინტერნეიშნელ ბილდინგის" მთავარი ინჟინრის, მალხაზ ოსაძის განცხადებით, 2006 წლის თებერვალში, იმჟამინდელმა პროკურორმა, ადეიშვილმა თათბირზე განაცხადა, რომ - "დღეს 12 ათასი პატიმარი გვყავს, სექტემბერში უნდა გვყავდეს 20 ათასი და წლის ბოლოს 30 ათასიო".


ოსაძის თქმითვე, სააკაშვილმა ყველაფერი იცოდა, რაც მის დროს ციხეებში ხდებოდა.


"მოგეხსენებათ, გლდანის ციხე ჩვენმა კომპანიამ ააგო. ბაჩო ახალაიამ ათჯერ მაინც გადაგვაღებინა ციხის კედლები, სანამ სააკაშვილის საყვარელი ფერთა გამა არ მიიღო. ამის შემდეგ შეიძლება, ვინმემ დაიჯეროს, რომ სააკაშვილმა არ იცოდა რაც ციხეში ხდებოდა? იქნებ არც იუსტიციის მინისტრმა და პროკურატურამ იცოდნენ, როგორ "ჩუქნიდა" ციხეში შეყრილი ათასობით ბიზნესმენი თავის ქონებას სახელმწიფოს, ან როგორ იფორმებდნენ ნაცმოძრაობის ცნობილი სახეები ამ ბიზნესმენების ქონებას.


ეს ხდებოდა მათზე არაადამიანური ზეწოლისა და ტერორის შედეგად. მრავალ ასეთ ადამიანთან მქონია საქმე და კარგად ვიცი, რა დღეში ყრიდნენ. თუ ბიზნესმენი უარს ამბობდა, ტუბერკულიოზითა და შიდსით დაავადებით ემუქრებოდნენ, თუ ესეც არ ჭრიდა, მაშინ საქმეში ერთვებოდა წამება და გაუპატიურების მუქარა. ეს თავის თავზე გადაიტანა ჩვენმა ხუთმა თანამშრომელმა, რომლებიც სრულიად უდანაშაულოდ დაიჭირეს და მძევლებად ჰყავდათ"-განაცხადა ოსაძემ გაზეთ "ყველა სიახლესთან" ინტერვიუში, რომელიც 2012 წლის 26 სექტემბერს გამოქვეყნდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930