გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს

22-03-2018

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე გარდაცვლილ ყოფილი სამხედრო მოსამსახურის,არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.


თბილისის მერმა კახა კალაძემ სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების გამო, მწუხარება გამოთქვა და მის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა.

„გადმოასვენეს მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. ტრაგედიაა, როცა ომი იწირავს გმირებს, მაგრამ კატასტროფაა, როცა მშვიდობიან პერიოდში გიკლავენ ძმას, შვილს, მამას. ვგლოვობთ მის მშობლებთან, სოფელთან და მეგობრებთან ერთად.მთელისაქართველოა ჭირისუფალი. მინდა გთხოვოთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მის ხსოვნას“, - განაცხადა კახა კალაძემ.


ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, ერაყში სამშვიდობო მისიის მონაწილე არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს, დაბა ახალგორშიდააკავეს. მისი ცხედარი საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე 20 მარტს გადმოასვენეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930