გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა შვილს სახელი მკურნალი ექიმების საპატივცემოდ დაარქვა

3-05-2020

ახალშობილს ვილფრედ ლოური ნიკოლასი ჰქვია. საიმონდსის თქმით, ვილფრედი ბორის ჯონსონის ბაბუის, ხოლო ლოური – მისი ბაბუის საპატივცემოდ შეარჩიეს, ნიკოლასი კი ინტენსიურ თერაპიის განყოფილებაში ჯონსონის ჯანმრთელობაზე მზრუნველი ექიმების – ნიკ პრაისის და ნიკ ჰარტის პატივისცემის ნიშნად.

ბრიტანეთის პრემიერის ვაჟი ლონდონის საავადმყოფოში 29 აპრილს დაიბადა.

ბორის ჯონსონმა კორონავირუსით დაინფიცირების სესახებ 27 მარტს განაცხადა. 5 აპრილს იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სამი დღე რეანიმაციის განყოფილებაში იმყოფებოდა. 12 აპრილს ბორის ჯონსონი საავადმყოფოდან გაწერეს და ორკვირიანი დასვენების შემდეგ, 27 აპრილს დაუბრუნდა პრემიერ-მინისტრს პოსტს.


ipress

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930