გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ჩიქოვანი: როდის იქნება შესაძლებელი შეზღუდვების მოხსნის მესამე ეტაპის ამოქმედება, ამას მიმდინარე კვირა გვაჩვენებს

5-05-2020

როდესაც გამოვაცხადეთ გახსნის გეგმა, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ 6 ეტაპი, რომელიც საზოგადოებისთვის ფართოდ არის ცნობილი და ვთქვით, რომ შესაძლებელია, ეს გეგმა დაჩქარებულიყო, პოზიტიური დინამიკის პირობებში. მოვიდა დრო იმის, რომ ამოქმედებულიყო მეორე ეტაპი და მესამე ეტაპის ამოქმედება როდის იქნება შესაძლებელი, ამას ეს კვირა გვაჩვენებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობას ბიზნესთან აქტიური კომუნიკაცია აქვს და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა იცოდნენ, რომ მათ ოპერირება მოუწევდათ განახლებულ რეჟიმში. ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ხელისუფლება მუშაობს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან, რათა ისინი სწრაფად ადაპტირდნენ ახალ რეალობასთან.


„დღეს, ამ პირობებში, როდესაც გახსნილია გარკვეული ნაწილი ეკონომიკური აქტივობებისა, ამ ყველაფრის დათვლაც გვიწევს და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება, თუმცა, იცით, რომ დიდ ქალაქებთან მიმართებაში მივიღეთ გადაწყვეტილება, ორი დიდი ქალაქი გახსნილიყო - ბათუმი და ქუთაისი. რჩება კიდევ ორი დიდი ქალაქი, სადაც ამ მხრივ სპეციალური რეჟიმი მოქმედებს, ესენია - თბილისი და რუსთავი. პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით, როდესაც ეპიდემიოლოგიური ვითარება ამის საშუალებას მოგვცემს, ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ, მაგრამ ეს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ არის დაკავშირებული მხოლოდ ამ ორ კონკრეტულ ქალაქთან, არამედ გეოგრაფიულად ახლომდებარე ტერიტორიებთან, სადაც დღეს, საქართველოს რეალობაში, ქვემო ქართლში გვაქვს ყველაზე დიდი საფრთხის მატარებელი ლოკაციები. ბიზნესთან, მაგალითად, სამშენებლო სექტორთან, თუ როგორი იქნებოდა გახსნის შემდეგ ეკონომიკური აქტივობები მანამდე იყო გავლილი, როგორც ჯანდაცვის, ისე ეკონომიკის სამინისტროები საუბრობდნენ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან, რომ მათ ოპერირება მოუწევდათ განახლებულ რეჟიმში, ასე ვმუშაობთ სხვა სფეროებთანაც, რომ ისინი სწრაფად ადაპტირდნენ ახალ რეალობასთან,“ - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031