გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერმა ტურიზმის სექტორის აღდგენის სტრატეგიულ გეგმასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა

5-05-2020

მთავრობა ტურიზმის სექტორის აღდგენის სტრატეგიულ გეგმაზე ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს.

ამ მიზნით, მორიგი სამუშაო შეხვედრა, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მთავრობის მეთაურმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ ეკონომიკის გახსნა და პოსტკრიზისული მართვა ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტი ხდება და უმნიშვნელოვანესია ეფექტური ნაბიჯების გადადგმა, რათა მსოფლიო გლობალურ კონკურენციაში ქვეყანამ საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს.

გიორგი გახარიამ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ტურიზმის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული სექტორის და ქვეყნის ეკონომიკის მამოძრავებელი ძრავის მაქსიმალურად მოკლე ვადაში აღდგენის აუცილებლობას.

პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული სააგენტო და შესაბამისი უწყებები სტრატეგიული გეგმის ძირითად მიმართულებებსა და სექტორის მხარდამჭერ ნაბიჯებზე აქტიურად მუშაობენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930