5-05-2020
„ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, რომ არაერთი მედია საშუალება და უცხოური ტელევიზია კორონა ვირუსთან ბრძოლასთან მიმართებაში ქართულ სტრატეგიას საუკეთესოდ წარმოაჩენს და პოზიტიურად აფასებს"-ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
მისი შეფასებით, ყველაზე მთავარი კრიტერიუმი არის შედეგი, როცა ამ მძიმე გამოწვევის დროს ჩვენ ყველაზე ნაკლები ზიანით და ნაკლები დანაკარგით მივდივართ, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ პროცესს ბოლომდე მიყვანა უნდა.
"ამ გამოწვევის წინაშე ძალიან მნიშვნელოვანია ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება, იმ მასშტაბით, რაც ასევე შესამჩნევი გახდა უცხოური მედია საშუალებებისთვის და მსოფლიო ლიდერების მხრიდანაც იქნა აღნიშნული. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გუნდი, რომელიც შექმნა ბიძინა ივანიშვილმა, ძალიან ეფექტურად მუშაობს, ვგულისხმობ როგორც სამთავრობო ასევე საპარლამენტო გუნდს, რომელიც საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად არის ჩართული. ყველაფერი იზომება შედეგით და საბედნიეროდ შედეგი ყველასთვის პოზიტიურად გასაკვირია, საუბარია მსოფლიო თანამეგობრობაზე, ექსპერტებზე, სპეციალისტებზე და ისინი ხშირ კომუნიკაციაში არიან საბჭოს წევრებთან და მათაგ იღებენ კონსულტაციებს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.