გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა კიკნაველიძე: როგორ უნდა გძულდეს საკუთარი ქვეყანა, რომ საჩუქრად მიღებული 100 მილიონი არ გაგიხარდეს ან დაავადებისა და სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი არ მოგწონდეს

5-05-2020

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი შალვა კიკნაველიძე facebook–ის ოფიციალურ გვერდზე ოპოზიციის მხრიდან კრიტიკას პასუხობს.

„მაშინ, როდესაც კორონავირუსმა მთლიანად შეცვალა მსოფლიოს დღის წესრიგი და ურთულესი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, რაც ერთი მხრივ ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ეხება, მეორე მხრივ კი – ეკონომიკას, რომელიც ქვეყნის სტაბილური განვითარების ფუნდამენტია, პოპულისტობას მიჩვეული ოპოზიციად წოდებული ძალები დროსა და ენერგიას უსაფუძვლო პაექრობასა და რეალობას აცდენილი ლეგენდების მოგონებაში ხარჯავენ.

წარმოუდგენლად დაუნახავი უნდა იყო, რომ ვერ გაიაზრო, რამხელა მასშტაბის ტრაგედია აგვაცილა თავიდან "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ გადადგმულმა სწორმა და დროულმა ნაბიჯებმა. რეგულაციებმა, რომლებმაც მოქალაქეებს გარკვეული დისკომფორტი შეუქმნა, ათასობით ადამიანს ჯანმრთელობა და სიცოცხლე შეუნარჩუნა.

სამწუხაროდ, ჩვენს ოპონენტებს საქმის კეთება მხოლოდ კამერების წინ ტრიალი და ტრიბუნიდან პაექრობა ჰგონიათ. არ ვიცი, როგორ უნდა გძულდეს საკუთარი ქვეყანა, რომ საჩუქრად მიღებული 100 მილიონი არ გაგიხარდეს, დაავადებისა და სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი არ მოგწონდეს და მსოფლიოს მიერ აღიარებული შენი ქვეყნის წარმატება გწყინდეს. სწორედ ასეთი ადამიანები მოგვიწოდებენ დღეს ტელეეკრანებიდან, დროულად გააუქმეთ შეზღუდვები, ხალხს უჭირსო, მაშინ, როცა ჩვენი მოქალაქეების დასახმარებლად თავად არასდროს არაფერი გაუკეთებიათ. ეს არ იკმარეს და ახლა იმაზე საუბარი დაიწყეს, ხელისუფლება და პარლამენტი არ მუშაობს და დეპუტატები არაფერს აკეთებენო.

მე აღარ დავიწყებ იმ სოციალური და ეკონომიკური დახმარებების დეტალურად ჩამოთვლას, რომელსაც მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმა მოიცავს და რომელიც, ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობების ფონზე, მართლაც რომ უპრეცედენტოა. მაგრამ, როგორც მაჟორიტარმა დეპუტატმა, მინდა საზოგადოებას მივაწოდო მცირედი ინფორმაცია, რას ვაკეთებთ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობის შესამსუბუქებლად:

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 2200-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო სასურსათო ამანათი; მათ შორის მარტოხელა მოხუცებმა, მრავალშვილიანებმა, სოციალურად შეჭირვებულმა მოქალაქეებმა, შშმ პირებმა, მარჩენალდაკრგულმა ოჯახებმა და მარტოხელა დედებმა. სასურსათო ამანათი გადაეცა 1700-ზე მეტ ოჯახს, რომელთა შვილებიც მუნიციპალიტეტის მაშტაბით მოქმედ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ირიცხებიან. უყურადღებოდ არ დაგვრჩენია არცერთი ადამიანი, რომელიც დაგვიკავშირდა და ჩვენი დახმარება სჭირდებოდა.

დახმარება მიიღეს მუნიციპალიტეტში არსებული ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრ "ორიონის" ბენეფიციარებმა. სასურსათო ამანათები გადაეცა ჰუმანიტარულ კავშირ ზესტაფონის "კათარზისსაც".

იმის გათვალისწინებით, რომ ზესტაფონის ბაზარში ასეულობით ადამიანია დასაქმებული და ეს საქმიანობა მათი ოჯხების შემოსავლის ძირითადი წყაროა, ადმინისტრაციასთან ერთად, შესაბამისი სამსახურების რეკომენდაციების დასაკმაყოფილებლად, უსწრაფესი ღონისძიებები გავატარეთ ბაზრის უმოკლეს დროში გასახსნელად. ზესტაფონში არცერთი დღით არ გაჩერებულა 12 დიდი საწარმო, რომლებშიც უამრავი ადამიანია დასაქმებული.

მუნიციპალიტეტში არ გაჩერებულა და აქტიურად მიმდინარეობს საგაზაფხულო ხვნა-თესვის სამუშაოები. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოქმედი მეურნეობებიც ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ ფუნქციონირებას. დისტანციური მომსახურების წესების დაცვით მუშაობენ საზოგადოებრივი კვების ობიექტები. მუნიციპალიტეტში გრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტები. შენდება ახალი დიდი საწარმო, რომელშიც სულ მალე 500-ზე მეტი ადგილობრივი დასაქმდება. რეგულარულად მიმდინარეობს ქუჩების სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით მორეცხვა და დასუფთავება.

ყველა ზემოჩამოთვლილ აქტივობასა და მათი მონიტორინგის პროცესში მე, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრი და ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი უშუალოდ ვარ ჩართული. მუდმივ კოორდინაციაში ვარ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რათა ნებისმიერ სირთულესა თუ გამოწვევაზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება მოვახდინოთ. ვფიქრობ, სწორედ ჩვენ მიერ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები არის საქმის კეთებისა და მოქალაქეებზე ზრუნვის მთავარი ინდიკატორი და არა ტელეეთერით გაკეთებული აბსურდული განცხადებები.

რაც მთავარია, ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაგრძელებთ მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირებას. აქვე, მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩემ მეგობრებს, კარგ ზესტაფონელებს, რომლებიც ამ მძიმე პერიოდში იჩენენ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას და მოხალისის სტატუსით არიან ჩართულები მოსახლეობის დახმარების პროცესში“, – წერს შალვა კიკნაველიძე სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930