7-05-2020
პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს მიღებული აქვს დავალება, რომ საზღვრებზე თითოეული შემომსვლელი ადამიანის კონტროლი გაძლიერდეს.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა.
"ტურიზმის აღდგენისთვის აუცილებელია რამდენიმე კრიტიკულად მნიშვენლოვანი კონტროლის წერტილი. პირველ რიგში ეს არის საზღვარი, როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო საზღვარი და აქ ჯანდაცვის სამინისტროს უკვე მიღებული აქვს დავალება, რომ საზღვრებზე გაძლიერდეს კონტროლი თითოეული შემომსვლელი ადამიანის.
თუ აქამდე ეს კონტროლი იყო, ჩვენ გვჭირდებოდა 14-დღიანი, 24-საათიანი კარანტინი, ეს ერთ საათში უნდა იყოს დასრულებული. ამის შესაძლებლობები, ტექნოლოგიები არსებობს და ჯანდაცვის სამინისტრო ამას უახლოესი პერიოდის განმავლობაში გადაწყვეტს"- განაცხადა გახარიამ.