გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი კვირიკაშვილი: პოლიტიკაში ქალთა ჩართულობა უმნიშვნელოვანესია

22-03-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სახელმწიფოს დემოკრატიული მშენებლობის პროცესში ქალთა ჩართულობა მნიშვნელოვანია.
მისივე თქმით, გენდერული თანასწორობის საკითხებზე კანონმდებლობის გაუმჯობესება და ქალებისთვის შრომითი უფლებების გაზრდა ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებით ქვეყნის ვალდებულებაა.
„დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში პოლიტიკაში, ეკონომიკასა თუ სოციალურ განვითარებაში ქალთა სრულყოფილი და თანასწორი ჩართულობა უმნიშვნელოვანესია.
გენდერული თანასწორობის საკითხებზე კანონმდებლობის გაუმჯობესება და ქალთა შრომითი უფლებების გაზრდა, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ჩვენი ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულებაცაა.
„საარჩევნო კოდექსში“ სავალდებულო გენდერული კვოტირების ამოქმედებასთან დაკავშირებული ინიციატივა, რომელზეც პარლამენტი ამჟამად მსჯელობს, ვფიქრობ, ქალთა ჩართულობის გაზრდის ხელშემწყობი მნიშვნელოვანი მექანიზმი იქნება.
მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ მივესალმები ყველა ნაბიჯს, რომელიც წარმომადგენლობით ორგანოებში ქალთა მონაწილეობის გაზრდას ემსახურება, რადგან მიმაჩნია, რომ ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს პოლიტიკურ პროცესებს და გაზრდის ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში გენდერულ კვოტირებაზე აზრთასხვადასხვაობაა. დღეს კი საქართველოს პარლამენტის 150 წევრიდან ქალი მხოლოდ 24 დეპუტატია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930