გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
"ქართული ოცნების" დეპუტატის მიერ დმანისში განხორციელებული ძალადობის ფაქტზე გამოძიება 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო

23-03-2018

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დმანისის რაიონის სოფელ დიდ დმანისში მომხდარი ცემის ფაქტზე გამოძიება, ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო.


როგორც უწყებაში აცხადებენ, მიმდინარე წლის 22 მარტს, 00:08 საათზე ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ დმანისის საკრებულოს წევრმა პარტია „ქართული ოცნებიდან“ შ. ა.-მ მოქალაქე მ.მ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.


"სამართალდაცველებმა შეტყობინებაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს, პოლიციამ უკვე გამოკითხა როგორც დაზარალებული მოქალაქე, ისე საკრებულოს წევრი. გამოძიების ფარგლებში დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა.


გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისის რაიონული სამმართველო აწარმოებს"-აცხადებენ შსს-ში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930