გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: ჩვენი პროგრამა დამყარებულია როგორც ფერმერის მხარდაჭერაზე, ისე სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის გაზრდაზე

12-05-2020

სოფლის მეურნეობა არის ის მიმართულება, სადაც ჩვენ გარკვეული ნაბიჯები ჩვენი ფერმერების დასახმარებლად გადავდგით, მაგრამ გვესმის, რომ ეს არ არის საკმარისი და დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი წარმოგვიდგენს ანტიკრიზისულ პროგრამას, რომელსაც ჰქვია ზრუნვა სოფელზე და ზრუნვა ფერმერზე,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, კრიზისის პერიოდში განსაკუთრებით მწვავედ გამოჩნდა, რას ნიშნავს ქვეყნისთვის სასურსათო უსაფრთხოება და აგროპროდუქტების შიდა წარმოება.

„ეს ძალზედ მგრძნობიარე იყო როგორც თითოეული მოქალაქის, ასევე ელემენტარულად მომარაგების თვალსაზრისითაც. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამას სერიოზული დასაქმების ეფექტიც აქვს. დღეს სოფლად ცხოვრობს ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილი და ძლიერი სოფელი პირდაპირ ნიშნავს ძლიერ ქვეყანას და ძლიერ სახელმწიფოს. ქართველი კაცის დამოკიდებულება მიწასთან ყოველთვის განსაკუთრებული სპეციფიკით გამოირჩეოდა, ამიტომ ჩვენ შევიმუშავეთ პროგრამა, რომელიც დამყარებულია როგორც ფერმერის და ფერმერობის მხარდაჭერაზე, ისე იმ ხარისხობრივი ნიშნების შემოტანაზე ფერმერულ მეურნეობაში, რომელმაც ერთმნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობა. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან და ჩვენს ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ამ დარგში არსებული კრიზისებისა და გამოწვევების მართვის ძალიან კარგი გამოცდილება აქვს. ეს შეიძლება იყოს მაგალითად აზიური ფაროსანა, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფერმერებთან და ასოციაციებთან ერთად აბსოლუტურად ეფექტურად გაუმკლავდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ამ პროგრამის შედეგი უნდა იყოს, რომ აგრარული პროცესი ქვეყანაში არც ერთი დღით არ უნდა გაჩერდეს და ქვეყანაში არ დარჩეს დაუმუშავებელი მიწა. ამ მიზნით მთავრობამ შეიმუშავა იმ პროგრამების კონკრეტული გეგმა, იმ პროგრამების დაფინანსების გასაზრდელად, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროში ფერმერების დასახმარებლად უკვე არსებობს. ამასთან ერთად, შევიმუშავეთ სპეციალური დამატებითი ღონისძიებებიც“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930