გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: წესების დაცვა და დისციპლინა გვაძლევს გარანტიას, რომ სხვებთან შედარებით ეკონომიკურ საქმიანობასაც უფრო ეფექტურად და სწრაფად ავამოქმედებთ

12-05-2020

მოგეხსენებათ, დღეს პირველად გვყავს ერთი ინფიცირებული და 16 გამოჯანმრთელებული, 24 საათის განმავლობაში, რაც, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სერიოზული მიღწევაა. დღეის მონაცემებით, ქვეყანაში, სრულად, ინფიცირებულთა რაოდენობა არის 639, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 349, მაგრამ ეს არ გვაძლევს საშუალებას მოვდუნდეთ.

პირიქით, უფრო მკაცრად უნდა მოვითხოვოთ წესების დაცვა, რომელსაც გვიწესებენ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები. წესების დაცვა და დისციპლინა გვაძლევს გარანტიას, რომ სხვებთან შედარებით ეკონომიკურ საქმიანობასაც უფრო ეფექტურად და სწრაფად ავამოქმედებთ. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს შეუძლია კრიზისი გამოიყენოს როგორც შესაძლებლობა ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი განვითარებისთვის.

„ყველას უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს შეუძლია კრიზისი გამოიყენოს როგორც შესაძლებლობა ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი განვითარებისთვის და ჩვენ ყველამ ერთად, ჩვენი სფეროების მიმართულებით უნდა ვეძებოთ ზრდის და გარღვევების ის წერტილები, სადაც ქვეყანას შეუძლია წარმატებული მენეჯმენტი, გამკლავება. Covid-19-ის, როგორც ინფექციის ეფექტური მართვა დავაკონვერტიროთ ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობად. ესაა კრიტიკულად მნიშვნელოვანი. როდესაც ჩვენ ვამბოთ, რომ ვიბრძვით ორი მიმართულებით - ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის და სწრაფი ეკონომიკური აღდგენის, ვგულისხმობთ სწორედ ამას. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეგიონში საქართველოს შეუძლია ეს კრიზისი გამოიყენოს როგორც შესაძლებლობა და ეს უნდა იყოს ჩვენი მიზანიც და დევიზიც წლის ბოლომდე და უახლოესი წლის განმავლობაშიც.

ეკონომიკური აღორძინების ეფექტიანობა პირდაპირაა დაკავშირებული იმასთან, როგორ დავიცავთ იმ წესებს, რომელსაც გვიწესებენ ექიმები. ეს არ არის რთული შესასრულებელი. უნდა გვქონდეს ყოველთვის პირბადე, დავიცვათ სოციალური დისტანცია, ჰიგიენის ელემენტარული წესები და კიდე ბევრი, მაგრამ მარტივად შესასრულებელი. სამწუხაროდ, პანდემია და ვირუსი არის ის მოვლენა, რომელთან ერთადაც ჩვენ გარკვეული პერიოდი მოგვიწევს ცხოვრება,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031