გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
ამერიკელი დიპლომატი: 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის ქმედება პოლიტიკური სიგიჟე იყო

13-05-2020

ამერიკელი დიპლომატი, შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, რიჩარდ მაილსი მიიჩნევს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.


რიჩარდ მაილსმა ერთ-ერთ ინტერვიუში 2008 წელს სააკაშვილის ქმედებას „პოლიტიკური სიგიჟე“ უწოდა.


„მე არ მგონია, რომ ეს ომი გარდაუვალი იყო. არ ვიცი ეს ადამიანი (მიხეილ სააკაშვილი რედ.) რას ფიქრობდა. მიუხედავად პროვოკაციების დონისა, რომელიც რუსეთიდან მოდიოდა, ამ კონფლიქტში ისე შესვლა, როგორც მან გააკეთა, პოლიტიკური სიგიჟე იყო.


ალბათ ფიქრობდა, რომ წარმატების რაიმე შანსი ჰქონდა, ან შეერთებული შტატები სამხედრო დახმარებას აღმოუჩენდა. სავარაუდოდ ეს იფიქრა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ალბათ არ შევიდოდა. ის მთლად შეშლილი არ არის, რაღაც ამდაგვარი უნდა ეფიქრა, მაგრამ საიდან მოუვიდა მსგავსი აზრი თავში, არ ვიცი.

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაში მყოფი ადამიანი, ჩემი აზრით, ამ ომის შემდეგ გადადგებოდა და ახალ საპრეზიდენტო არჩევნებს დანიშნავდა. რა მიზეზით დარჩა თანამდებობაზე, მე არ ვიცი, ეს არ არის ნორმალური“ - განაცხადა რიჩარდ მაილსმა.


p.s. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო newspress.ge - ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031