გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სპეციალური ოპერაციების ძალებს ახალი მეთაური ჰყავს

23-03-2018

თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ძალებს ახალი მეთაური ჰყავს. პოლკოვნიკი დიმიტრი კიკნაძე ვიცე-პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა შეცვალა. მეთაურის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი დაესწრო. ლევან იზორიამ სპეციალური ოპერაციების ძალების ყოფილ უფროსს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ წელს ქვედანაყოფში რეგიონული პრინციპით რეორგანიზება იგეგმება.

უკვე განხორციელებული და მომავალში დაგეგმილი რეფორმების შედეგად ამაღლდება სპეციალური ოპერაციების ძალების ნატოსთან თავსებადობა, ჩამოყალიბდება სპეციალური ოპერაციების ტაქტიკური ჯგუფები, რომლებსაც შტაბების კომპონენტების მეშვეობით ავტონომიური ოპერირების უნარი ექნებათ და სახმელეთო ჯარების დასავლეთ და აღმოსავლეთ სარდლობებს ქმედით და ეფექტურ დახმარებას აღმოუჩენენ. აღნიშნული რეფორმების მიზანია მობილური, უფრო ბრძოლისუნარიანი დანაყოფების ჩამოყალიბება, ასევე მართვისა და კონტროლის სისტემის დახვეწა.


დღესვე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლები უწყებრივი მედლებით დააჯილდოვეს.


ღონისძიების დასასრულს საჩვენებელი სწავლება გაიმართა, რომელსაც თავდაცვის მინისტრთან ერთად ნატოს სპეციალური ოპერაციების ძალების სარდალი, ვიცე-ადმირალი ქოლინ ჯ. კილრაინი და პოლონეთის სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, ბრიგადის გენერალი ვოისცეკ მარჰვიცა დაესწრნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930