გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 25, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სპეციალისტების განცხადებით, ღრუბლების ყვითელი შეფერილობა საგანგაშო არ არის

23-03-2018

საქართველოში დღეს ცას ყვითელი ფერი აქვს. ჰიდროლოგიური დეპარტამენტის უფროსის რამაზ ჭითანავას განცხადებით, ცის ყვითელი ფერი ჰაერის მასაში ქვიშის შერევას უკავშირდება. 
"ბოლო დღეებია, საქართველოს ტერიტორიაზე, ატმოსფეროს მაღალ ფენებში ადგილი აქვს ჰაერის მასების გადმონაცვლებას სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებიდან და არ არის გამორიცხული, რომ ეს შეფერილი ღრუბელი და ნალექი ქვიშის სახით იყოს გადმოტანილი სამხრეთის რეგიონებიდან. შესაძლოა ირანის, ეგვიპტის ან აფრიკის ტერიტორიიდან. ასეთი მოვლენა ხშირად ხდება და, როგორც წესი, ის მავნე ნივთიერებებს არ შეიცავს" - განაცხადა რამაზ ჭითანავამ ტელეკომპანია "იმედთან" საუბრისას. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031